რემედიაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც განმავითარებელი ან კომპენსატორული განათლება, არის განათლების ისეთი ტიპი, რომელიც ეხმარება ბავშვებს მიაღწიონ კომპეტენციის მოსალოდნელ დონეს ძირითად აკადემიურ უნარებში, როგორიცაა წიგნიერება და რიცხოვნობა. რემედიალურ განათლებას ძალიან ხშირად ურევენ სპეციალურ განათლებას, მაგრამ ორივეს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ, სანამ სპეციალური განათლება ფოკუსირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, გამოსასწორებელი განათლება შეიძლება შეიქმნას როგორც სპეციალური საჭიროებების მქონე ან მის გარეშე მოსწავლეებისთვი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევა იმ მოსწავლეთა დახმარება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სათანადოდ ვერ ივითარებენ ფუნდამენტურ აკადემიურ უნარებს. რემედიაცია კი სწორედ მიზნობრივი აქტივობების საშუალებით არსებული პრობლემის შემცირებას ან სრულად გადაჭრას ნიშნავს. იგი დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემის დროულად აღმოჩენა და ჩარევა სასურველი შედეგის მიღწევას მნიშვნელოვნად აადვილებს. სარემედიაციო პროგრამის სამიზნე ჯგუფში არ შედიან ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. აღნიშნული პროგრამა იქმნება ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლის პროცესში აწყდებიან იმ ტიპის სირთულეებს, როგორიცაა – არასაკმარისი სასკოლო მზაობა, დეკოდირების პრობლემა, წაკითხულის გააზრება და სხვ.
სწავლის პროცესი ინდივიდუალურია. თუმცა არსებობს საერთო სტანდარტი საფეხურის მიხედვით, რომელსაც ყველა მოზარდი სხვადასხვა გზით აღწევს. სარემედიაციო პროგრამის დახმარება მაშინ ხდება საჭირო, როცა დიფერენცირებული მიდგომებითაც ვერ ხერხდება კონკრეტულ მოსწავლეებში საბაზისო აკადემიური უნარების განვითარება. მთავარია, დროულად განისაზღვროს პრობლემის ტიპი და დაიგეგმოს სირთულის დაძლევაზე ორიენტირებული ეფექტური ინტერვენციები.
სარემედიაციო პროგრამაში ჩართულ მოსწავლეებს არ უნდა შეექმნათ საფეხურით გათვალისწინებული საკლასო გაკვეთილების გაცდენის საჭიროება (დამატებითი მეცადინეობები უნდა ჩატარდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან შემდეგ). პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, რემედიატორ მასწავლებელთან ერთად, ერთვება კლასის დამრიგებელი, მოსწავლის მშობელი და სკოლის ადმინისტრაცია. პროგრამის განხორციელების ძირითადი საფეხურებია: 1.მოსწავლეთა სკრინინგი და შედეგების ანალიზი;
2.სამიზნე ჯგუფის დიაგნოსტირება და შედეგების ანალიზი;
3.სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტება;
4.სარემედიაციო პროგრამის და გაკვეთილის გეგმების შედგენა;
5.სარემედიაციო გაკვეთილების ჩატარება;
6.პროგრესის მონიტორინტი და შუალედური შეფასება;
7. შემაჯამებელი შეფასება.
დავგეგმე რემედიაცია ფართოდ გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში, მას შემდეგ რაც გავივლი ზემოთ აღნიშნულ ეტაპებს საბაზო საფეხურის , კერძოდ 7ა კლასის რამდენიმე მოსწავლესთან, გრამატიკის მიმართულებით, კონკრეტულად ნამყო დროებზე.
სარემედიაციო გაკვეთილის თემა: ნამყო განუსაზღვრელი , განგძობითი და სრული დროები
სწავლების
საფეხური: საბაზო,7ა
პედაგოგი:ნინო კანდელაკი
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნამყო დროებში ზმნის შესაბამისი ფორმების შერჩევა როგორც დადებით ასევე კითხვით და უარყოფით ფორმებში
აქტივობები:
1. შეთავაზებული ვარიანტებიდან სწორი პასუხების ამორჩევა
2. წინადადებების გადაყვანა კითხვითსა და უარყოფითში
შედეგი და ინდიკატორები:მოსწავლეები შეძლებენ ნამყო განუსაზღვრელი , განგრძობით და სრული დროების ერთმანეთისგან გამორჩევას, ამ დროებში ზმნის სწორი ფორმების შერჩევას და წინადადებების გადაყვანას კითხვითსა და უარყოფითში.
No comments:
Post a Comment