https://www.blogger.com/blog/page/edit/6120785165706683185/4050197678106949964

სასკოლო პროექტი

        ერთობის , მშვიდობის და მეგობრობის ღირებულების დანერგვა    
მოსწავლეებში. სასკოლო პროექტი “ერთობა და მშვიდობა ჩვენს სოციუმში”                      
             პროექტის აქტუალობა: დღევანდელ სამყაროში ჩვენ ვართ არაერთი საომარი კონფლიქტის მომსწრენი.მით უფრო აქტუალურია მშვიდობის ცნების დამკვიდრება. მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერებაც არსებობს, თუმცა ყველასათვის საერთო ისაა, რომ მშვიდობა არ განსხვავდება ცნებებისგან, როგორებიც არის სამართლიანობა, თავისუფლება, თანასწორობა.მშვიდობა კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებებს შორის დგას, თუმცა აქაც მშვიდობა ყველა სამართლიანობაზე მნიშვნელოვანია,როგორც მარტინ ლუთერ კინგმა თქვა. არსებული კონცეფციების გააზრება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პიროვნული მშვიდობა ინდივიდის საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან, სამყაროს შემადგენელ თითოეულ კომპონენტთან ჰარმონიაში ყოფნას ნიშნავს. ამის საფუძველზე კი შემდგომში, შეხედულებები თუ ქმედებები ყალიბდება. გამოდის, რომ დიდი ომებისა თუ კონფლიქტების გამოწვევაც ადამიანის პასუხისმგებლობაა და დიახ, მსოფლიო მშვიდობის მიღწევა, სწორედ შინაგანი მშვიდობის მოპოვებით იწყება.სწორედ ამ მიზნით დაგვებადა აზრი წამოგვეწყო და განგვეხორციელებინა სასკოლო პროექტი სახელწოდებით “ერთობა, მშვიდობა და მეგობრობა”. პროექტის მიზანი: მოსწავლეებში მშვიდობის, ერთობის და მეგობრობის ღირებულებების დანერგვის ხელშეწყობა. 
          სამიზნე ჯგუფი: სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, სულ 30. 
 მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიაზრებენ მშვიდობის და ერთობის მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში. 
 განხორციელებული აქტივობები:  
1. მშვიდობის კონცეფციის გაცნობა მოსწავლეებისათვის და მშვიდობის მნიშვნელოვნების დადგენა- დისკუსია 
2. ინგლისურ ენაზე მშვიდობის, ერთობის და მეგობრობის თემატიკის ლექსების და სიმღერების მოძიება და მათი გაცნობა მონაწილეებისათვის 
3. რუსულ ენაზე მშვიდობის, ერთობის და მეგობრობის თემატიკის ლექსების და სიმღერების მოძიება და მათი გაცნობა მონაწილეებისათვის 
4. გერმანულ ენაზე მშვიდობის, ერთობის და მეგობრობის თემატიკის ლექსების და სიმღერების მოძიება და მათი გაცნობა მონაწილეებისათვის 
5. აქტივობა: მოსმენის აქტივობა ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის IMAGINE მიხედვით. მოისმინე სიმღერა და შეავსე გამოტოვებული ადგილები მოსმენილი ნაწილით
 6. აქცია: WE ARE UNITY(ჩვენ ვართ ერთობა) თემის და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით მოსწავლეების წინარე ცოდნა მოსწავლეები იცნობენ მეგობრობის თემატიკის ლექსებს თუ ადაპტირებულ მოთხრობებს ინგლისურ, რუსულ ენებზე პროექტის მონიტორინგი და შეფასება 
პროექტს სათავეში ჩავუდექით სკოლის ინგლისური , რუსულის და გერმანული ენის მასწავლებლები ,რადგან ჩავთვალეთ, რომ გაზიარებული პასუხისმგებლობა პროექტის განხორციელებისას უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ დღე ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. ვიკრიბებოდით სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სპეციალურად გამოყოფილ საკლასო ოთახში და ვაკვირდებოდით,თუ როგორ იყო ცალკეული სიტყვა თუ ლექსი შესრულებული და ვაძლევდით საჭირო უკუკავშირს. 
 პროექტის შესრულების განრიგი ეტაპი საქმიანობა პასუხისმგებელი პირები 1 მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და პროექტში ჩართვის მსურველების სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით გამოვლინება 10.10.2023 20.10.2023 20.10.2023 25.10.2023 25.10.2023 30.10.2023 30.10.20203-10.11.2023 ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი ქ. ამბროლაძე,ლ. იმედაძე 2 ერთობის და მეგობრობის თემატიკაზე ლექსების მოძიება და მათი განხილვა ლ.იმნაიშვილი, ა.გაზდელაინი, ქ.ამბროლაძე, მ.ანდრიაძე 3 ქართული ცეკვა “ლაზურის” დადგმა მ.ანდრიაძე, ლ.იმნაიშვილი 4 სიმღერა “IMAGINE” შესწავლა, მოსმენის აქტივობის ჩატარება ნ.კანდელაკი,ლ.იმედაძე ვ.ვოლჩანსკი,ე.ჯანელიძე 5 აქცია “ერთობა, მეგობრობა, მშვიდობა” ნ.კანდელაკი,ლ.იმედაძე ვ.ვოლჩანსკი,ე.ჯანელიძე, მ.ანდრიაძე 
 ერთობის და მეგობრობის აქციის სცენარი
       აქციის მსვლელობისას სკოლის შენობის კედელ
ზე პროექტორით გამოყვანილი გვქონდა ერთობის მუსიკალური კომპოზიცია We Are Unity 1. https://www.youtube.com/watch?v=GMvAQXjQCDs 2. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გამოვაცხადოთ ერთობა, მშვიდობა და მეგობრობა ჩვენ მეგზურებად. ერთობა არის საზოგადოება.საზოგადოება ბევრი ადამიანია.მე ვარ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ.ერთობის ცნება ბრწყინვალედ გაითავისა იაკობ გოგებაშვილმა, როდესაც გამოაცხადა, რომ ძალა ერთობაშია. დიდმა აკაკიმ კი სთქვა: “მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული, იყოს კრული ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს ძმობა, ერთობა და სიყვარული. მსურს, რომ ქვეყანა გულში მივიკრა და გახსნილი მაქვს ყველასთვის გული დაბადებიდან თან ჩამესახა ძმობა, ერთობა და სიყვარული” 3. ცეკვა ლაზური. 4. The Concept of Peace The concept of peace is , perhaps, the most fundamnetal of all hman aspirations. It is the cornerstone upon which we can build harmonious societies and nurture the potential of every individual.Peace not only means the absence of conflict but alse the presence of justice, equality and respect for one another. It is a state of being that allows us to pursue happiness, dreams and ambitions without fear and hindrance. 5. Brotherhood reminds us that despite our differences we are all part of the same global family. Just like siblings in family we must stand together, in times of need, offering support and understanding . Brotherhood encourages empathy and concession.Sense of togetherness that can bridge divides and heal wounds . 6. The art of unity In the gallery of life, we find The art of unity, beautifully designed Brotherhood colors diverse and bright Paint a canvas of hope in the darkest night Peace, the masterpiece we all aspire the landscapes of love where souls conspire in the strokes unity we discover Greece creating the world, where all can find their place 7. In unity, we find strength,in peace, we find grace, Your event is a reminder of that beautiful embrace. May the bonds you’ve built grow stronger each day, As you continue to pave the path in this harmonious way. 6.Дружба – это дар нам свыше, Дружба – это свет в окне; Друг всегда тебя услышит, Он не бросит и в беде. Но не каждому дано Знать, что дружба есть на свете, Что с друзьями жить легко, Веселее с ними вместе. Кто без друга прошагал По дороге жизни этой, Тот не жил – существовал. Дружба – это мир планеты. 8. In every heart, it’s shining, guiding star. With love and kindness, we’ll mend what’s torn asunder, In this word of unity, our spirits grow fonder. So let’s celebrate the ties that bind our hearts, In union, peace, and brotherhood, where a new story starts. With open arms, we’ll face a brighter tomorrow, In this symphony of love, we’ll banish sorrow. 9. Давайте будем дружить друг с другом, Как птица — с небом, как поле — с плугом, Как ветер — с морем, трава — с дождями, Как кружит солнце со всеми нами!.. Давайте будем к тому стремиться, Чтоб нас любили и зверь, и птица. И доверяли повсюду нам, Как самым верным своим друзьям!.. Давайте будем беречь планету — Во всей Вселенной похожей нету: Во всей вселенной совсем одна, Что будет делать без нас она?… 8.А разве друга надо звать А разве друга надо звать, Когда темно в пути, Когда дороги не узнать И нету сил идти? Когда беда со всех сторон, Когда при солнце – ночь, Да разве не увидит он, Не ринется помочь? Ведь он не сможет есть и спать, Когда такое вдруг! Но… если друга надо звать – То вряд ли это друг… 9.. გერმანულენოვანი სიმღერა “Duseldorf” 10. Martin Luther King had a dream of equality, freedom , justice and brotherhood among people of all races and nations. I too have a dream. I have a dream that all kids and teenagers of my generation come together for unity. The unity of brotherhood , friendship , compassion and tolerance. We are Zgeneration, the generation of future achievements and commitments. My school is standing here to declare that compassion and care matter to us. Let’s imagine the school of safety and love. 11.A song ”IMAGINE” Imagine there's no heaven It's easy if you try No hell below us Above us, only sky Imagine all the people Livin' for today Ah Imagine there's no countries It isn't hard to do Nothing to kill or die for And no religion, too Imagine all the people Livin' life in peace You You may say I'm a dreamer But I'm not the only one I hope someday you'll join us And the world will be as one
                                რეფლექსია პროექტის განხორციელების შესახებ 
      დღევანდელ სამყაროში ჩვენ ვართ არაერთი საომარი კონფლიქტის მომსწრენი.მით უფრო აქტუალურია მშვიდობის ცნების დამკვიდრება. მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერებაც არსებობს, თუმცა ყველასათვის საერთო ისაა, რომ მშვიდობა არ განსხვავდება ცნებებისგან, როგორებიც არის სამართლიანობა, თავისუფლება, თანასწორობა.მშვიდობა კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებებს შორის დგას, თუმცა აქაც მშვიდობა ყველა სამართლიანობაზე მნიშვნელოვანია,როგორც მარტინ ლუთერ კინგმა თქვა. არსებული კონცეფციების გააზრება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პიროვნული მშვიდობა ინდივიდის საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან, სამყაროს შემადგენელ თითოეულ კომპონენტთან ჰარმონიაში ყოფნას ნიშნავს. ამის საფუძველზე კი შემდგომში, შეხედულებები თუ ქმედებები ყალიბდება. გამოდის, რომ დიდი ომებისა თუ კონფლიქტების გამოწვევაც ადამიანის პასუხისმგებლობაა და დიახ, მსოფლიო მშვიდობის მიღწევა, სწორედ შინაგანი მშვიდობის მოპოვებით იწყება.სწორედ ამ მიზნით დაგვებადა აზრი წამოგვეწყო და განგვეხორციელებინა სასკოლო პროექტი სახელწოდებით “ერთობა, მშვიდობა და მეგობრობა”. თავდაპირველად ჩავერთეთ ინგლისური და რუსული ენის მასწავლებელები და შევუდეგით დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას. შემდეგ ლელა იმნაიშვილის(ინგლისური ენა) ინიციატივით და მარინა ანდრიაძის (გერმანული ენა) მხარდაჭერით გადაწყდა ჩაგვერთო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები. მათ ასევე შეისწავლეს და შეასრულეს გერმანულენოვანი ლექსები და სიმღერები. აქტივობების განხორციელება გვიწევდა საგაკვეთილო პროცესის მიღმა რაც, ცხადია, გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. თუმცა მოსწავლეებს დიდი ენერგიულობა და ენთუზიაზმი ჩადეს საქმიანობაში და , შედეგად, პროექტის კულმინაცია- თემში აქცია - მოეწყო წარმატებით.აქცია დავგეგემეთ და გამვახორციელეთ საღამოს საათებში, რადგან კიდევ ერთხელ გვინდოდა ლამაზად განათებული სკოლა გვეჩვენებინა ჩვენი საზოგადოებისათვის.აქცია შედგა,შემოგვიერთდა სკოლის დირექცია და ეს მომენტები ასახულია სკოლის სოცილური ქსელი გვერდზე და სკოლის საიტზე. https://www.facebook.com/eka.janelidze.984/videos/1047087946505962 https://www.facebook.com/qutaisisskola/videos/7160165764007505 
         მონაწილე მოსწავლეთა უკუკავშირი 
ნათია ლომიძე: მე პირადად ძალიან მომეწონა ღონოსძიება, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება,მხარია რომ მონაწილეობა მივიღე ამ თემასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.სასიხარულოა ის ფაქტიც რომ ძალიან ბევრი დაინტერესდა ამ თემით და ისიამოვნეს ჩვენი ღონისძიებით.
  ზურა დგებუაძე: n the world where hearts are as one we find our way union peace and brotherhood we seek each day, hand in hand we stand strong our love displayed In this harmony we've built together we've made United we rise like stars in the nights embrace in our togetherness there is no better place peace a gentle breathe in every soul it blows in our shared dreams it' tranquil river flows It was veey good experience for me,It was my first time to be on the big stage like this and have this type of oudience, It would be pleasure to me if we are going to do this type of thing in the future 
დავით: ღონისძიება ძალიან მომეწონა,ყველაფერი კარგად წარიმართა. დღევანდელ პერიოდს მშვიდობაზე და სიყვარულზე საუბარი სჭირდებოდა და , რაც შეეხება ჩემ სიტყვას აქციაზე,ლამაზი სიტყვა მქონდა და ჩემი თავითაც კმაყოფილი ვარ.

 





სასკოლო პროექტი 
 “ It’s Your Environment “ 
პროექტის აქტუალობა. ბავშვის სრულფასოვანი განვითარება დიდად არის დამიკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქვს მას საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესებისა თუ ნიჭის გამოვლენისა და განვითარების საშუალება. სწორედ მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების,მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას, ასევე თავისუფალი დროის რაციონალურად დაგეგმვას უწყობს ხელს სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები.უნდა აღინიშნოს ისიც ,რომ სკოლებში, სადაც არსებობს არაფორმალური განათლების კომპონენტები, მოსწავლეები უკეთესი აკადემიური მოსწრებითა და თანამშრომლობის უნარით გამოირჩევიან, იშვიათად აქვთ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან ასევე საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით. სწორედ ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, განმეხორციელებინა კიდევ ერთი პროექტი, ამჯერად სახელწოდებით: ,, ეს შენი გარემოა“It’s Your Environment... ამ საკითხით მით უფრო დავინტერესდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში Top Score 1 მე-8 გაკვეთილის თემა : “ Our Planet” სწორედ გარემოს დაცვას ეხებოდა. ჩემთვის როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი ამისათვის, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად შეგვესწავლა ეს საკითხი და განგვეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით: “ Save The World “ 
პროექტის აქტუალობა : გარემოს დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალობას უკანასკნელი ათწლედებია. ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, მეტად მნიშვნელოვანია დავანახოთ ჩვენს აღსაზრდელებს, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე, რა ცვლელებებს იწვეწვს ის გარემოში და როგორ შეიძლება გავხადოთ ადამიანის ზეგავლენა სასარგებლო და სიკეთის მომტანი ბუნებისათვის. მიმაჩნია, რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს ამ სასიცოცხლო აუცილებლობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რათა მომავალში მათი გამოყენება თითეულ მათგანს მოთხოვნილებად ექცეს. პროექტის მიზანი : 1.მოზარდებს ჩამოუყალიბდეს გარემოს დაცვისა და მასზე დადებითიდ ზემოქმედების უნარები. 2. მოსწავლეებში მოხდეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა. 
3.მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება. 4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნან სხვადასხვა რესურსები აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის. საგნობრივი სტანდარტი: უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. პროექტის ამოცანები: 1.მოზარდებში გარემოს დაცვისა და მასზე დადებითი ზემოქმედების უნარების ჩამოყალიბება და განვითარება.
 2. მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა.
 3.მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება. 4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სხვადასხვა რესურსების შექმნა აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის. პროექტის განხორციელების წინაპირობები: მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ საბაზისო უნარ-ჩვევებს (წერით, კითხვით და ზეპირმეტყველებითს) ასევე შეუძლიათ ხატვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (კომპიუტერის საშუალებით საჭირო ინფორმაციების მოძიება , ასევე ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მათ მიერ შექმნილი რესურსების ატვირთვა და გაზიარება.) პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები: 1.ორენოვანი საინფორმაციო ბარათების :” Let’s Recycle“ დამზადება და გავრცელება როგორც სკოლის ასევე მის ფარგლებს გარეთ. 
2.“Minute Art” (აქტივობის შინაარსი: თითოეულ მოსწავლეს მიეცა 3 წუთი იმისათვის, რომ პროგრამა: Paint- ის გამოყენებით გადმოეცათ საკუთარი ემოციები დედამიწის დღესთან დაკავშირებით. დროის ლიმიტი 3 წუთი შეირჩა ცნობილი სამაშველო სიგნალის “SOS”-ის გათვალისწინებით.) 
3.აქტივობა “Minute Art”-ში შესრულებული ნახატებით, საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ის საშუალებით შეიქმნა სლაიდ შოუ რომელიც მოსწავლეების მიერ ატვირთულ იქნა ინტერნეტ სივრცეში. https://www.youtube.com/watch?v=Y_svuUx0vXw&feature=youtu.bees 
 4. დედამიწის დღის აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა “Earth Day is Every Day” (ყოველი დღე დედამიწის დღეა). 
 5.მაკულატურის შეგროვება როგორც სკოლის ასევე მის ფარგლებს გარეთ.
 6.პოსტერების დამზადება და სკოლაში თვალსაჩინო ადგილებში განთავსება. 
  7.მაკულატურის ჩაბარება. 8.ნერგების დარგვა. 9.მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე:“ Save The World “. 10.პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ორენოვანი ფლაერების დამზადება და გავრცელება. პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი: 8-16 წელი, III- IX კლასის მოსწავლეები. პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია: მთელი პროექტის განმავლობაში ვაწარმოებდი მონიტორინგს რაც დამეხმარა გამომევლინა გარკვეული ცვლილებები და შესაძლო ხარვეზები . ორენოვან ფლაერებზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული სახის ტექნიკური პრობლემა, მოსწავლეებს გაუჭირდათ მათ მიერ შედგენილი ტექსტების ფლაერზე დატანისას არეების დაცვა. ამ წინააღმდეგობის დაძლევაში დაგვეხმარა ისტის მასწავლებელი. რაც შეეხება დროის მენეჯმენტს, ჩვენ მოვახერხეთ და ზუსტად ჩავეტიეთ წინასწარ გათვლილ დროში გარდა ერთი აქტივობისა, ეს იყო ნერგების დარგვა, რადგან პროექტი მარტის თვეში დაიწყო და მაკულატურის შეგროვება და რეალიზება დროში გადაიწია ჩვენ დაგვიგვიანდა ნერგების დარგვა და ეს აქტივობა გადაიდო მომავალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის(შემოდგომაზე). თემის აქტუალობიდან და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე , აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომდევნო სასწავლო წელს ნერგების დარგვის გარდა განხორციელდა კიდევ რამოდენიმე აქტივობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი , რომ მიუხედავად შესაძლო რისკებისა ჩვენ შევძელით და ერთიანი ძალისხმევით თავიდან ავიცილეთ ისინი და ჩვენი პროექტი წარმატებით განხორციელდა. ჩვენ გავედით მთავარ მიზანზე: მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით . მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები .თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის შექმნეს სხვადასხვა რესურსები: ფლაერები, სლაიდ შოუ, პოსტერები. განხორციელეს გარემოზე ზრუნვის გამომხატველი აქტივობები. პროექტმა არა მხოლოდ მონაწილე მოსწავლეებში , არამედ სასკოლო საზოგადოებასა და თემშიც დიდ ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. პროექტის განხორციელების შესაძლო ხარვეზები და რისკები და მათი თავიდან აცილების გზები: ერთ-ერთი აქტივობა იყო ფლაერების დამზადება რომელიც გარკვეულ რესურსს მოითხოვდა , სკოლის დირექციის დახმარებით ეს პრობლემაც წარმატებით იქნა დაძლეული. ასევე დაგვიანდა და მომავალი წლისთვის გადაიდო ნერგების დარგვა, რადგან პროექტი მარტის თვეში დაიწყო და მაკულატურის შეგროვება და რეალიზება დროში გადაიწია. მოსალოდნელი შედეგები: 1.მოზარდებს ჩამოუყალიბდებათ გარემოს დაცვისა და მასზე დადებითი ზემოქმედების უნარები. 2. მოსწავლეებში მოხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ისინი შეძლებენ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვასა და მსჯელობას. 3.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები. 4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნიან სხვადასხვა რესურსებს აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო: 2013-14 სასწავლო წლის მარტი-ივნისი (4 თვე) (2014 წლის სექტემბერი) ეტაპი აქტივობები განხორციელების ვადები მარტი აპრილი მაისი ივნისი 1 ორენოვანი საინფორმაციო ბარათების :” Let’s Recycle“ დამზადება და გავრცელება როგორც სკოლის ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2 “Minute Art” ნახატების შესრულება. 3 სლაიდ შოუს შექმნა და ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა. 4 დედამიწის დღის აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა “Earth Day is Every Day” 5 მაკულატურის შეგროვება როგორც სკოლის ასევე მის ფარგლებს გარეთ. 6 პოსტერების დამზადება და სკოლაში თვალსაჩინო ადგილებში განთავსება. 7 მაკულატურის ჩაბარება. 8 ნერგების დარგვა. 9 მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე:“ Save The World “. 10 პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ორენოვანი ფლაერების დამზადება და გავრცელება. საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია : პროექტის “Save The World “ განხორციელების იდეას საფუძვლად უდევს რამოდენიმე მიზეზი. პირველ და უმთავრეს მიზეზად მიმაჩნია ის, რომ ზოგადად სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასწავლო პროექტი, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები, რაც თავისთავად უწყობს ხელს ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას. მოსწავლეები გამოირჩევიან უკეთესი აკადემიური მოსწრებითა და თანამშრომლობის უნარით, ასევე საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზს, ჩემთვის როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე)არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი იმისათვის, რომ არსებულ თემასთან დაკავშირებით გამოეხატათ საკუთარი აზრი, მიუხედავად ამისა პროექტში ჩართულმა ყველა მოსწავლემ საწყის ეტაპზე სხვადასხვა სახის აქტივობების გამოყენებით მოახერხა და გამოხატა საკუთარი აზრი თუ ემოცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და გარკვეული წვლილი შეიტანა გარემოს დაცვაში, პროექტის ბოლოს კი მათ დაუგროვდათ გარკვეული ლექსიკური მარაგი და არა მარტო, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მოასწვლეთა კონფერენცია აღნიშნულ თემაზე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში ასევე პედაგოგებში და დასახელდა გამარჯვებული თემა,რომლის ავტორებს გადაეცათ გამარჯვებულის სერთიფიკატი.გამარჯვებული თემის გამოვლენა მოხდა თავად მონაწილე მოსწავლეებისაგან ჩემს მიერ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა მონაწილის სერთიფიკატი რაც მათთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იყო და ხელი შეუწყო მათში მოტივაციისა და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის გაზრდას. პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული იქნა მთავარი მიზანი: მოსწავლეებში გაიზარდა ლექსიკური მარაგი და მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.ჩამოუყალიბდათ გარემოს დაცვისა და მასზე დადებითი ზემოქმედების უნარები.ასევე ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა რესურსები აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის. მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ეს აქტუალური საკითხი და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ყველა აქტივობების შესრულებას. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია და, შესაბამისად,გაიზარდა პასუხისმბეგლობა. მოსწავლეებმა ერთი იდეის ქვეშ შექმნეს საერთო პროდუქტები: პოსტერები, ორენოვანი ფლაერები და ვიდეორესურსი . განსახორციელებელი ვადებიდან გამომდინარე მომეცა საშუალება დაგვენახა დინამიკაში გარემოზე ზრუნვის პროცესი. მაკულატურის შეგროვების პროცესში ჩაერთო მთელი სასკოლო საზოგადოება, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც. არცერთი გამოყენებული ფურცელი თუ ქაღალდი არ გადაგდებულა სანაგვე ყუთში 2018 სასწავლო წლის მარტი-ივნისის ჩათვლით. დანიშნულ ადგილზე მოდიოდა გამოყენებული რვეული და მეორადი წიგნები, ჯამში შეგროვდა 400 კილოგრამი ქაღალდი და მოხდა მისი რეალიზაცია სპეციალურ მისაღებ პუნქტში. რეალიზებული მაკულატურის თანხა მოხმარდა ნერგების შეძენას, როელიც დაირგა სკოლის ეზოში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები პერიოდულად იტვირთებოდა სკოლის ფაესბუქ გვერდზე  












თანასწორობის და სამართლიანობის ღირებულების დანერგვა მოსწავლეებში. სასკოლო პროექტი“ ეს შესანიშნავი სამყარო” (‘’ What a Wonderful World‘’) პროექტის ატუალობა : მოზარდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის ზოგადსაკაცობრიობო საკითხების შესწავლას და მათ სიღრმისეულ ანალიზს. სკოლის და მასწავლებლის ფუნქცია დღესდღეობით არ შემოიფარგლება მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინაში გარკვეული ცოდნის გადაცემით. სასწავლო პროცესის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია თანამედროვე თემატიკის გამოწვევებთან და სკოლას ეკისრება მატად საპასუხისმგებლო მისია ამ გამოწვევების აქტუალობიდან გამომდინარე გახდეს მათი ეფექტურად გადაჭრის თანამონაწილე. რასიზმის თემის აქტუალობა არ შემცირებულა უკანასკნელ დეკადებში და მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ამ მიმართულებით ეს უკანასკნელი მაინც დიდ გამოწვევად რჩება. პროექტის დაგეგმვისას მივიჩნიეთ არსებული პრობლემის შესწავლა და მისი ანალიზი 14-16 წლის მოზარდებთან, როგორც სამიზნე ჯგუფთან, მეტად საჭიროდ და დროულად. გარდა ამისა, ვთვლით , რომ ინგლისურ ენაზე რასიზმის პრობლემის გარკვევას და მისი სიღრმისელი შესწავლით უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევდით მოსწავლეებში საგნისადმი და გარკვეულწილად მოვახდენდით ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. საკითხით მით უფრო დავინტერესდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში Top Score, 1. მე-8 გაკვეთილის თემაა .... ჩემთვის ,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონოდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი და შესასწავლი მასალა ამისათვის, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად შეგვესწავლა ეს საკითხი და განგვეხორციელებინა სასწავლო პროექტი სახელწოდებით: ‘’ What a wonderful world‘’ პროექტის მიზანი: მოსწავლეებისათვის რასიზმის პრობლემის აქტუალობის გაცნობა , მისი გაანალიზება და ტოლერანტობის არსის გაცნობიერება. სამიზნე ჯგუფი: მე-8 , მე-10, მე-11 კლ. მოსწავლეები, სულ 20. მოსალოდნელი შედეგები: 1. საბაზისო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში მოვახდინოთ რასიზმის თემის აქტუალობის ინფორმირება -გათვითცნობიერება , როგორც მოკლევადიანი შედეგი 2. საბაზისო და საშუალო მოსწავლეებში მოვახდინოთ ინგლისური ენისადმი სიღრმისეული ინტერესის გაჩენა , როგორც გრძელვადიანი შედეგი 3. მოსწავლეებში თანამშრომლობის და ჯგუფურად მუშაობის უნარის გაუმჯობესების და გაღრმავების ხელშეწყობა , როგორც გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი. განხორციელებული აქტივობები 1. აქტივობა . მიზანი: მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და პროექტში ჩართვის მსურველების გამოვლინება სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით. 2. აქტივობა. მიზანი : მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებების წაკითხვა ანტირასისტულ თემატიკაზე : ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარასა“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ ბიძია თომას ქოხი“ 3. აქტივობა: მიზანი: მოხდეს ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას „ განხილვა. დისკუსია აქტუალურ თემაზე 4. აქტივობა : მიზანი: ფილმის “ ნუ მოკლავ ჯაფარას „ ყურება მშობლიურ და სამიზნე, ინგლისურ ენაზე და მისი შემდგომი განხილვა. 5. აქტივობა მიზანი: მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა 6. აქტივობა .მიზანი: მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის „ მე მაქვს ოცნება“ ( I HAVE A DREAM )გაცნობა და მისი როლური გათამეშება. 7. აქტივობა . მიზანი: კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი რასიზმს“ RED CARD TO RACISM მოსწავლეების წინარე ცოდნა: ეროვნული სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში Top Score III, Pupil’s Book, pg. მოსწავლეებმა შეისწავლეს ილუსტრირებული ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა სპორტის სფეროში არსებულ რასიზმს ცნობილი ფერარდკანიანი ფეხბურთელი რონალდინიო და თუ როგორ მიაღწია ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას. გარდა ამისა, ამ ასაკის მოსწავლეები იცნობენ და წაკითხული აქვთ მოთხრობები და რომანები მოცემულ თემატიკაზე. პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტს სათავეში ჩავუდექით ორი ინგლისური ენის მასწავლებელი ,რადგან ჩავთვალეთ, რომ გაზიარებული პასუხისმგებლობა პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ კვირას ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. ლიტერატურის წაკითხვა მოწმდებოდა საკონტაქტო შეხვედრებზე განხორციელებული ტექსტის განხილვებით. საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობაისას ვახდენდით დაკვირვებას, თუ როგორ მზადდებოდა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის აღდგენა გარკვეული ფონეტიკური კორექციის და მითითებების მიცემით. აგრეთვე საჩვენებელი ფილმის დემონსტრაციისას ვაკვირდებოდით, თუ რომელ ეპიზოდებს ადარებდნენ მოსწავლეები ლიტერატურულ ორიგინალთან. მიუხედავად არსებული მასალის სიმრავლისა , ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს ირჩევდნენ პროექტში ჩართული მოსწავლეები დავალებების შესასრულებლად. პროექტის შესრულების განრიგი ეტაპი საქმიანობა განხორციელების ვადები პასუხისმგებელი პირი 1 მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და პროექტში ჩართვის მსურველების სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით გამოვლინება 1-15 მარტი 15-30 მარტი 1-8 აპრილი 15-30 აპრილი 1-20 მაისი ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი 2 ანტირასისტული თემატიკის ნაწარმოების წაკითხვა ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარასა“,ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ ბიძია თომას ქოხი“. ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი 3 დისკუსია ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას „ ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი 4 ფილმის ჩვენება და მისი შემდგომი განხილვა ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი 5 მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა ლ.იმნაიშვილი 6 მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის როლური შესრულება ნ.კანდელაკი 7 კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი რასიზმს“ რეფლექსია პროექტის განხორციელების შესახებ პროექტის დაწყებისთანავე გამოიკვეთა საინტერესიო მომენტი, კერძოდ კი ის , რომ მოსწავლეებს დიდი ინტერესი ჰქონდათ წარმოჩენილი პრობლემისადმი. მათ გარკვეული ლიტერატურა წაეკითხათ რასიზმის თემატიკაზე. ასევე მხატვრული ფილმებიდან და ინტერნეტსივრცედან უამრავი მაგალითი შეეძლოთ მოეყვანათ, თუ როგორ ხდება დღესაც ფერადკანიანთა შევიწროვება და დისკრიმინაცია რასის მიხედვით. ბევრ მოზარდში ეს გარემოება პროტესტს იწვევს და მათ დიდი მზაობა გამოაცხადეს რაიმე სახით დაედასტურებინათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება რასიზმის გამოვლენის ფაქტებთან. პროექტის დაგეგმვისას მიზნად ვისახავდით მოსწავლეებისათვის რასიზმის პრობლემის აქტუალობის გაცნობას , მის გაანალიზებას და ტოლერანტობის არსის გაცნობიერებას. ვთვლით, რომ განხორციელებული აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. ყველა დაგეგმილი აქტივობა დროულად წარიმართა. პირველ შეხვედრისას დაიგეგმა საკონტაქტო შეხვედრების გრაფიკი. მოსწავლეებს გავაცანით ტერმინი რასიზმი. ვაჩვენეთ ფილმ „ ნუ მოკლავ ჯაფარას“ დან ეპიზოდი, რომელიც ასახავს სასამართლო პროცესს, სადაც ატიკუს ფინჩი, ადვოკატი, იცავს შავკანიანის უფლებებს და ამტკიცებს მის უდანაშაულობას. გამოწვევის ფაზაში ვაჩვენეთ ეს ვიდეო , რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა ინტერესი პროექტის აქტულობის მიმართ. გავნმარტეთ ტერმინის მნიშვნელობა და დავავალეთ წიგნის ჯერ ქართულად წაკითხვა. დაიგეგმა შემდგომში წიგნის ადაპტირებული ვარიანტის წაკითხვაც. მის წასაკითხად მოსწავლეებს მიეცათ 2 კვირიანი პერიოდი.პროექტის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია წაკითხული ნაწარმოების მიხედვით. დისკუსია წარიმართა ჯგუფური სამუშაოს სახით. მოსწავლეებმა თავიანთ ჯგუფებში განიხილეს ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემები. ამ აქტივობის ჩატარების მთავარი მიზანი იყო შეგვემოწმებინა , თუ როგორ იცნობენ მოსწავლეები რომანის ტექსტს და როგორ გაიგეს მისი მთავარი იდეა- საიდან გამომდინარეობს სათაური და რაზე მიგვინეიშნებს ავტორი მისი სახელწოდებით. 5 ჯგუფში მოვახდინეთ ტექსტის მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრება რომანის პერსონაჟების შესახებ. შემდეგ თითოეულმა ისაუბრა მათთვის ყველაზე ახლო პერსონაჟის შესახებ. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრის თემა და მიზანი. მოსწავლეებს დაევალათ გაცნობოდნენ ანტირასიზმის მთავარი მგოსნის, მარტინ ლუთერ კინგსის შესახებ ინფორმაციის მოძიება . ასევე დაიგეგმა მისი ცნობილი სიტყვის როლურად დადგმა . სამმა მოსწავლემ გაინაწილა სიტყვა და დაიგეგმა მისი შესწავლა. დაიგეგმა დისკუსიის ჩატარება , წიგნის განხილვა რასისტული დისკრიმინაციის კუთხით. ასევე დაიგეგმა როლური თამაში, რომელზეც მოსწავლეები მოაწყობდნენ ე.წ. სასამართლო პროცესს. შეირჩა ადვოკატი, ბრალმდებელი, ნაფიცმსაჯულთა სასმართლოს წევრები. დაფაზე დაიწერა სიტყვა SEGREGATION და ვთხოვეთ მოსწავლეებს გაეხსენებინათ მსოფლიოს ისტორიის კურსიდან ეპიზოდი, რომელიც ასახავდა ფერადკანიანი ხალხის პროტესტს მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მოსწავლეებმა გაიხსენეს როზა პარქსის ისტორია. ვთვლი, რომ დაწყებისთანავე პროექტი საინტერესოდ წარიმართა. ასევე პროექტის ძლიერ მომენტად მივიჩნევ მართინ ლუთერ კინგსის სიტყვის როლურად წარმოთქმას. მე-11 კლასელმა მოსწავლემ ნიკა შვანგირაძემ დიდი ემოციით და ენთუზიაზმით შეძლო გადმოეცა ცნობილი ანტირასისტული სიტყვის მთავარი გზავნილი. მთავარი სარგებელი, რომელიც პროექტის მონაწილეებმა მიიღეს არის 21 საუკუნეში არსებული აქტუალური პრობლემის შესახებ ინფორმირება და მისი გადაჭრის გზების ძიება. როგორც ზემოდ ვახსენე, ყველა დაგეგმილი აქტივობა გახორციელდა , თუმცა მსვლელობისას მოგვივიდა იდეა ჩაგვეტარებინა მოსმენის აქტივობა ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის what a wonderful world მიხედვით. მოსწავლეებმა მოისმინეს სიმღერა და შეავსეს გამოტოვებული კომპონენტები, ხოლო ბოლოს ყველა მონაწილემ შეასრულა ეს უკვდავი სიმღერა და ყველას დაევალა სიმღერის ტექსტის შესწავლა.ეს აღმოჩნდა ერთი დამატებითი აქტივობა.

No comments:

Post a Comment