https://www.blogger.com/blog/page/edit/6120785165706683185/4050197678106949964

მოსწავლეთა გვერდი სოციალურ ქსელში STUDENTS' PAGE ON SOCIAL NETWORK

მე-7ა , მე-7 ბ კლასებში  სტარტი აიღო სასკოლო პროექტმა “My Problem Matters” ( “ჩემი პრობლემა მნიშვნელოვანია”).  პროექტის ფარგლებში  სოციალურ ქსელში შეიქმნა  დახურული გვერდი , რომელიც მიძღვნილია  მოზარდების  საჭირბოროტო და პრობლემური საკითხების  გაზიარება-განხილვას და მათ  დახმარებას. ჯგუფის  წევრები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს და იღებენ ჯგუფის წევრებისგან და ადმინისტრატორებისგან  სამართლიან და საჭირო რჩევებს. ძალიან ხშირია მომართიანობა ბულინგის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებით. მოზარდები და მათი პედაგოგები ,ლელა იმნაიშვილი და ნინო კანდელაკი, ერთად ეძებენ გამოსავალს და  ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს. დახურული ჯგუფი ფუნქციონირებს 15.12.2021 და უკვე აქტიურად მუშაობს. მომავალში იგეგემება საინტერესო აქტივობების განხორციელება. ჯგუფის გაფართოვდა და მათში  საბაზო საფეხურის, კერძოდ, მე-10 კლასის მოსწავლეების ჩაერთვენ. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და მოსწავლეები ცდილობენ გამართულად გადმოსცენ თავიანთი მოსაზრება.ამ გარემოებამ განაპირობა ენობრივი კომუნიკაციური უნარების გაღრმავება და გაუმჯობესება.ჯგუფის ადმინისტრატორები მართავენ ჯგუფის მუშაობას. მოსწავლეები არის დარეგისტრირებულნი ე.წ. "ნიკნეიმებით ", რითაც დაცულია გარკვეული ანონიმურობა. დახურული ჯგუფის ბმული:

No comments:

Post a Comment