სსიპ მე-14 საჯარო სკოლაში დაფუძნებული კლუბი“ English Club“.
კლუბის ლოგო
კლუბის წესდება
ინგლისური კლუბის წევრების ვალდებულებები:
1. პუნქტუალობა -კლუბის წევრი ვალდებულია დაესწროს კლუბის ყოველკვირეულ შეხვედრებს
2. ჩართულობა- კლუბის წევრები ერთვებიან კლუბის კურატორების მიერ დაგეგმილ ყველა აქტივობაში საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში და აქტიურად მონაწილეობენ ყველა დაგეგმილ აქტივობებში
3. პატივისცემა-კლუბის წევრი პატივს სცემენ კლუბის ყველა წარმომადგენელს და აქტიურად ამყარებს კომუნიკაციას საერთო ამოცანების განხორცილებაში
4. წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი- კლუბის წევრს აქვს შესაბამისი დამადასტურებელი წევრობის ბარათი , რომლესაც სათუთად ეპყრობა
5. საჯაროობა-ყველა განხორციელებული აქტივობა აისახება შესაბამის სოციალურ ქსელში თუ ვებსაიტზე, რაზეც წინასწარ მოხდა შეთანხმება კლუბის ყველა წევრთან კლუბის ლოგო. კლუბის წევრებმა აქტიურად ითანამშრომლეს , რათა შეემუშავებინათ კლუბის ლოგო. გადაწყდა , რომ ის იქნებოდა შემდეგნაირი: კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის განკუთვნილი კითხვარი. რატომ გსურს კლუბში გაწევრიანება?
1. ხარ თუ არა მზად კლუბში განხორცილებულ ყველა აქტივობაში იყო აქტიურად ჩართული?
2. ინგლისურ კლუბში გაწევრიანების სურვილი ნიშნავს პუნქტუალურად გამოცხადდე კლუბის შეხვედრებზე. შეძლებ რომ შეათავსო შენს ყოველდღიურ საქმიანობასთან?
3. რისი შესწავლა გსურს დამატებით ინგლისურ ენაში? 4. შეგიძლია სიმღერა და ცეკვა?
5. გსურს შეისწავლო ინგლისურენოვანი სიმღერები მათი ტექსტის სრულყოფილი შესწავლით? ინგლისური კლუბის აქტუალობა: დაწყებითი საფეხურის ბავშვებზე დაკვირებიდან სჩანს, რომ მოსწავლეები ყოველთვის ცდილობენ რაიმე აკეთონ, ხატონ ,ძერწონ, ამოჭრან ა.შ. . სამწუხაროდ, საგაკვეთილო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით ხშირად ვერ ვახერხებ დავაკმაყოფილო მოსწავლეებისაათ ვის ეს მნიშვნელოვანი უნარი. ამ საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენ,ინგლისური ენის მასწავლებელებს, ლელა იმნაიშვილს და ნინო კანდელაკს, მოგვივიდა აზრად ჩამოგვეყალიბებინა კლუბი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას დამატებითი საათების ხარჯზე განვავითაროთ მოსწავლეების წვრილი მოტორიკის განვითარებას და აგრეთვე მოახდენდა მათში მხატვრული და კრეატიული უნარის განვითარებას. კლუბში გაწევრიანების მსურველის განაცხადის ფორმა კლუბის სამუშაო გეგმა მიზანი : დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში მხატვრულობის და კრეატიული უნარის განვითარება. სამიზნე ჯგუფი:სკოლის მე- 3 . მე -4 , მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეები, სულ 35 მოსწავლე მოსალოდნელი შედეგები: 1. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში მოვახდინოთ ინგლისური ენისადმი სიღრმისეული ინერესის გაჩენა 2. მოვახდინოთ მოსწავლეებში მხატვრულად აზრის გამოხატვის უნარის განვითარება 3. მოსწავლეებში თანამშრომლობის და ჯგუფურად მუშაობის უნარის ჩამოყალიბება ამოცანები:
1. ამოცანა:მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ მოხდეს კლუბში ჩართვის მსურველები
2. ამოცანა: მოხდეს მოსწავლეების მიერ სამოტივაციო წერილების დაწერა
3. ამოცანა: მოხდეს სამოტივაციო წერილების შესწავლა და მათზე დაყრდნობით მოხდეს კლუბში მოსწავლეების გაწევრიანება .
4. ამოცანა ; მოსწავლეები გაიყოფიან ინტერესთა მიხედვით და დაიგეგმოს მათთან მუშაობა ორი მიმართულებით: მხატვრულ პროექტზე მუშაობა და დრამატული წრის ჩამოყალიბება.
5. ამოცანა : პოსტერების დამზადება თემაზე Pear Tree Farm.
6. ამოცანა ; მოხდეს კლუბში გაწევრიანების დამადასტურებელი საწევრო ბარათების დიზაინის შემუშავება, მათი დამზადება და მოსწავლეებისთვის მათი გადაცემა.
7. ამოცანა : ინგლისური ანბანის ხატოვნად დამზადება
8. ამოცანა : დრამატული სკეტჩის მომზადება
9. ამოცანა : ვალენტინობის დღესასწაულისათვის ბარათების დამზადება 1
0. ამოცანა : ვალენტონობის დღისადმი მიძღვნილი აქცია-
11. ამოცანა : დედათა დღისადმი მუსიკალურ-ლირიკური კომპოზიციის წარდგენა დედებსა და ბებიების წინაშე.
12. ამოცანა საკლასო პროექტის პრეზენტაცია:” The fastest, the smallest, the longest, the tallest
13. ამოცანა: შემაჯამებელი შეხვედრა. აქტიური წევრების სერტიფიკატებით დაჯილდოვება.
14. ამოცანა: მოხდეს კლუბის საქმიანობის პრეზენტაცია და შეჯამება. ყველა აქტივობა აისახება ფოტო ობიექტივზე. პროექტის შესრულების განრიგი ეტაპი საქმიანობა განხორციელების ვადები პასუხისმგებელი პირი
1.მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ კლუბში ჩართვის მსურველები სექტემბერი 20-27 ოქტომბერი 1-5 ოქტომბერი 5-25 ნოემბერი 1-15 20-30 დეკემბერი 1-25 ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
2 მოსწავლეების მიერ სამოტივაციო წერილების დაწერა ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
3 სამოტივაციო წერილების შესწავლა და მათზე დაყრდნობით მოხდეს კლუბში მოსწავლეების გაწევრიანება ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი 4 მოსწავლეებისგაყოფაც ინტერესთა მიხედვით და დაიგეგმოს მათთან მუშაობა ორი მიმართულებით: მხატვრულ პროექტზე მუშაობა და დრამატული წრის ჩამოყალიბება. ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი 5 პოსტერების დამზადება თემაზე Pear Tree Farm ლ.იმნაიშვილი 6 კლუბში გაწევრიანების დამადასტურებელი საწევრო ბარათების დიზაინის შემუშავება, მათი დამზადება და მოსწავლეებისთვის მათი გადაცემა ნ.კანდელაკი 7 ინგლისური ანბანის ხატოვნად დამზადება ნ.კანდელაკი 8 დრამატული სკეტჩის მომზადება ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი 9 პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება I სემესტრი II სემესტრი ეტაპი საქმიანობა განხორციელების ვადები პასუხისმგებელი პირი 1 ვალენტინობის დღესასწაულისათვის ბარათების დამზადება. ვალენტინობის ლექსების შესწავლა. თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი 2 ვალენტონობის დღისადმი მიძღვნილი აქცია- მოსალოცი ბარათების და სურვილების დარიგება სასკოო საზოგადოებისათვის. ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
3 დედათა დღისადმი მზადება- მოსალოცი ბარათების დამზადება. ქალთა და დედათა დღის თემატიკის ლექსების და სიმღერების შესწავლა. ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
4 მუსიკალურ-ლირიკური კომპოზიციის წარდგენა დედებსა და ბებიების წინაშე. ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
5 პოსტერების დამზადება თემაზე :” The fastest, the smallest, the longest, the tallest” ლ.იმნაიშვილი
6 საკლასო პროექტის პრეზენტაცია:” The fastest, the smallest, the longest, the tallest” ნ.კანდელაკი
7 კლუბის მუშაობის შესახებ დასამშვიდობელი წერილების დაწერა. რა დამამხსოვრდა, რას ვისურვებდი, ა.შ. ნ.კანდელაკი 8 შემაჯამებელი შეხვედრა. აქტიური წევრების სერტიფიკატებით დაჯილდოვება. ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი კლუბის რესურსები/ბიუჯეტი № სამუშაოს/მომსახურების დასახელება საცალო ღირებულება რაოდენობა მთლიანი ღირებულება დაფინანსების სხვა წყარო კონტრიბუციისწყარო 1. აღჭურვილობა სკოლისწვლილი კომპიუტერი 650 2 1,300 0 სკოლისწვლილი პრინტერი 125 1 125 0 სკოლისწვლილი ქსეროქსი 250 1 250 0 სკოლისწვლილი საკანცელარიო ნივთები 20 1 20 0 სკოლის წვლილი საწევრო ბარათების დამზადება 0.30 32 12 0 სკოლის წვლილი ვიდეო აღჭურვილობა 1500 1 1500 0 სკოლის წვლილი განხორციელების მიმოხილვა ჩვენს სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ინგლისური ენის კლუბმა EnglishClub. კლუბი იმუშავებს ორი მიმართულებით: შეასწავლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას და დაეხმარება მოსწავლეებს დრამატული წრის ჩამოყალიბებაში. კლუბის საქმიანობას სათავეში ჩაუდგნენ ლელა იმნაიშვილი და ნინო კანდელაკი. კლუბში გაწევრიანება მოხდა მოსწავლეების სამოტივაციო წერილის საფუძველზე.ასე გამოიყურებოდა ბავშვების სურვილები . ინგლისურიკლუბისსაქმიანობაუკვე ორთვესითვლის. ამდროისგანმავლობაში,მოსწავლეებმათავიანთიპირველიპროექტიგანახორციელეს-3 ჯგუფადდაყოფილიბავშვებიმონდომებითშეუდგნენმუშაობასდაწარმოადგინესთავიანთიპოსტერებითემაზე „Pear Tree Farm” (მსხლებისფერმა).კლუბში ,თითოეულიაქტივობისთვის, ბავშვებსგამოყოფილიაქვთორიკვირა.ამჟამადისინიდიდიხალისითდაინტერესითმუშაობენინგლისურიანბანისასოებისმხატვრულადგამოსახვაზე. მოსწავლეებსგარკვეულწილადეხმარებიანმასწავლებელებიდამშობლები. კლუბის საქმიანობა მიმდინარეობს ისეთნაირად,რომ შეხვედრები ხორციელდება ყოველ მეორე პარასკევს, ზოგჯერ ხუთშაბათობითაც. რა თქმა უნდა, გამოვლინდა ოდნავ ინდიფერენტულობა რიგი მოსწავლეებისა თუ მშობლების მხრიდან. ამის მიზეზად ვთვლი ერთგვარ გაუთვითცნობიერებას ამგვარი საქმიანობის აქტუალობის ამ ასაკობრიი ჯგუფის გათვალისწინებით. თუმცა აღსანიშნავია აგრეთვე უმრავლესობა მშობლებიდან დიდი ინტერესის გამოჩენა.. მშობლები მხარში ამოუდგნენ თავიანთ შვილებს და დიდი ხალისით ეხმარებოდნენ მათ პოსტერების თუ ასოების დამზადებაში. მიმაჩნია, რომ მშობლების მეტი ინფორმირება ნამდვილად დადებით შედეგს გამოიღებს მომავალში ამგვარი წამოწყების ხელშეწყობაში. ინგლისური კლუბის წევრ მოსწავლეებს დაუმზადდა საწევრო ბარათები. ბარათების მოქმედების ვადაა ერთი სასწავლო წელია. მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ სიახლეს . სკეტჩის სცენარი მოვიგონეთ. დავიწყეთ რეპეტიციები, ამჯერად უკვე ვხვედებით ერთმანეთს ყოველ პარასკევს. რეპეტიციები გრძელდება 2 -3 გაკვეთილი. ბავშვებმა უნდა წარადგინონ ინგლისური ანბანის ასოები. სცენა წარდგინდება 1 კლასელების წინაშე, რადგანაც მათთვის ინგლისური ანბანის შესწავლა ახლახნას დასრულდა და ეს იქნებოდა შესანიშნავი საშუალება მოხდეს ანბანის განმტკიცება და გადახალისება.ღონისძიება მიეასადაგება საახალწლო პეროიდს, ამიტომ ჩართულია საახალწლო თემატიკაც. თანდათან იწევს ბავშვების პასუხიმგებლობაც დასახული ამოცანების შესასრულებლად, ამ კუთხით უკვე გარკვეული პროგრესი აღინიშნება. უკვე მივაღწიეთ იმას, რომ მოსწავლეებში ამაღლდა საგნისადმი და, ზოგადად, საქმისადმი სერიოზული და საქმიანი დამოკიდებულება. ბავშვები თვითონ აქტიურობენ რაიმე ლექსის თუ სიმღერის შესრულებაში, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატერებელი იმ მხრივ, რომ მათ დამოუკიდებლადაც შემოგვთავაზონ რაიმე მასალა. 26.12. 2019 მოვახდინეთ ინგლისური კლუბისადმი მომზადებული სკეტჩის წარგდინება პირველიკლასელების წინაშე. გარდა სკეთჩისა განვახორციელეთ აქტივობა, რომელშიც ჩართულები იყვნენ უშუალოდ სამი 1 კლასის მოსწავლეები. პიესა საკმაოდ კარგ დონეზე წარიმართა. ბავშვებმა შეძლეს მხატვრულად გადმოეცათ პიესის მთავარი იდეა: და -ძმას სიტყვა APPLE ს დაკარგოდა ერთი ასო-ბგერა . ასოები დედა ანბანის (MUM ALPHABET )დახმარებით შეძლებენ ძმის ნახვას და კვლავ ასახავენ სიტყვას სრული შემადგენლობით. ანბანის პირველმა ასო A მოიწვია 1 კლასელები შესაბამებით აეწყოთ ახალი წლის მოლოცვა ინგლისურ ენაზე.HAPPY NEW YEAR , ხოლო მე-3 კლასელებმა ლექსებით და სიმღერებით მოიწვიეს ახალი წელი. ბავშვებმა შეასრულეს ლექსები ინგლისურ ენაზე. ბოლოს კლუბის ყველა წევრმა შეასრულა საახალწლო სიმღერა. აქტივობა დინამიური და საინტერესო გამოდგა. კლუბის საქმიანობის საქმიანობის 2021/2022 ს/წ კლუბმა განაახლა მუშაობა. დაწყებითი საფეხურის შემსწავლებლებისათვის საინტერესო შესასწავლ მასალას გვთავაზობს ახალი სახელმძღვანელო BUILDING BRIDGES, სულაკაურის გამოცემა. სიახლით შთაგონებულნი შევუდექით ახალი აქტივობების მოფიქრებას და განხორციელებას. ოქტომბერი: ამღერებული პერსონაჟები ITSI-BITSI SPIDER აქტივობა შთაგვაგონა სახელმძღვანელოში შესწავლილი ლექსით და სიმღერით. მოსწავლეებმა დაამზადეს კიბის მაკეტი, რომელზეც მიხოხავს ობობა სახელად ITSI-BITSI . მოსმენის აქტივობის შესრულების შემდეგ ბავშვების ინიციატივით მოვახდინეთ ამ პერსონაჟის სიმღერის ერთობლივად შესრულება. (act out a song ) მოსწავლეები თავად ამღერებენ ობობას და თავად ხდებიან მსახიობები. პროდუქტის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=7Dgal8wpMUI&t=5s დეკემბერი, იანვარი AT ELLIOT’S HOUSE დიორამა AT ELLIOT’S HOUSE .ამ აქტივობის შესრულება დაიგეგმა რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი იყო დიორამის დამზადება.მოსწავლეებმა დაამზადეს ორსართულიანი სახლის მაკეტი. სახლს გაუკეთეს ყველა საჭირო ოთახი- მისაღები,სამზარეულო, სააბაზანო, საძინებელი. შემდეგ მოსწავლეებმა პლასტელინისგან გამოძერწეს ავეჯის ერთეულები- სკამი, მაგიდა, საწოლი და გააწყვეს დამზადებული ოთახები. მათ აღწერეს ავეჯის განლაგება . მეორე ეტაპი მიეძღვნა ელიოტის შინაური ცხოველების დამზადებას და მათ აღწერას.მესამე ეტაპზე მოსწავლეებმა წიგნის სცენარი გაითამაშეს. მათ სერიების სახით შეადგინეს სცენარი და გამოუშვეს 3 სერიანი ფილმი.
https://www.youtube.com/watch?v=o5AZd7YGjiA&t=39s
მარტი სახალისო გრამატიკა FUNNY GRAMMAR გრამატიკის შესწავლა უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს დაიგეგმა ზმნა ყოფნას to be უღლება მოხდეს სამ დროში - აწმყო, ნამყო და მომავლაში და აგრეთვე მოქმედების გამომხატველი ზმნების , როგორებიცაა სიარული, სირბილი, ჯდომა, ჭამა და სხვა გათამაშება. მოსწავლეები მიმიკებით ახვედრებდენ ერთმანეთს ,თუ რას აკეთებდნენ მოცემულ მომენტში და ასახელებდნენ ზმნას. https://www.youtube.com/watch?v=Bla9VaWY-HQ&t=4s
აპრილი: სააღდგომო ბაჭია EASTER BUNNY სააღდგომო დღესასწაულის მოახლობასთან განხორციელდა აქტივობა, რომელიც მოიცავდა დიორამების დამზადებას. ასევე მოსწავლეებმა აღწერეს ,როგორ აღნიიშნება დღესასწაული საქართველოში და სახვადასხვა ქვეყნებში. https://www.youtube.com/watch?v=FP5voyxxv1A&t=17s
კლუბის საქმიანობის აღწერა 2022/2023 ს/წ მიმართულება წიგნების სამყარო BOOK WORLD
ოქტომბერი. ფიფქია SNOW WHITE . მოსწავლეებმა დაამაზადეს ზღაპრების წიგნები და ხატოვნად წაიკითხეს საკუთარი ნამუშევრებიდან. მოსწაქვლეებმა გამოიყენეს წრიულად კითხვის ტექნიკა.აქტივობაში ჩართულები იყვენენ მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები.მათ მიერ დამზადებული წიგნები ასახავს ზღაპრის შინაარსს საკუთარი რედაქტირებით . https://www.youtube.com/watch?v=stXAFTxTOa0&fbclid=IwAR3butpeZI1ufaIVON4i72xIOFAEwbh2IpjJ7QkT80TAsmNLy4_ilciN7sU
ნოემბერი .AUSTRALIAN ANIMALS ბროშურები ავსტრალიურ ცხოველებზე . ავსტრალიის თემატიკის შესწავლა მოხდა უძველესი ხელნაწერების დამზადებით დაძველების ტექნიკის გამოყენებით. მოსწავლეებმა დაამზადეს ხელნაწერი დოკუმენტები ( Making manuscripts ). შემდეგ ისაუბრეს მკვდარი ენების შესახებ , როგორიცაა ლათინური, მომაკვდავი ავსტრალური ენები.https://www.youtube.com/watch?v=tnaxLFClIyA
დეკემბერი
მიღწეული შედეგები, გადაჭრილი პრობლემა და შესრულებული ამოცანა. კლუბის დღიური 06.02. ინგლისურმა კლუბმა განაახლა მუშაობა. ბავშვებმა დაგეგმეს ვალენტინობის დღის აღნიშვნა. მათ დაამზადეს ვალენტინობისადმი მიძღვნილი ბარათები და შეისწავლეს მისალმებები
GREETINGS AND WISHES. დაიგეგმა ჩატარდეს აქცია , რომელზეც მოხდება ბარათების დარიგება სასკოლო საზოგადოებისათვის. ბარათების დიზაინი დამზადდა ინტერნეტ რესურსის გამოყენებით. 12.02. .ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა გამართეს აქცია და სკოლის საზოგადოებას მოულოცეს დამდეგი სიყვარულის დღე ბარათების დარიგებით. პატარებმა არ დაივიწყეს სკოლის დირექციაც და მასწავლებელიც. დიდ დასვენებაზე მოხერხდა ყველა არსებული ბარათის სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის გადაცემა. აგრეთვე სკოლის სტენდი დაამშვენეს გულის ფორმის პოსტერით, რომელზეც კლუბის წევრებმა ასახეს თავიანთი დამზადებული ვალენტინკები. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ისწავლეს ამ დღესასწაულზე მიძღვნილი ლექსები და სურვილები.მათ გულმოდგინედ დაისწავლეს ისინი და მიუძღვნეს თავიანთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს. 27.02 კლუბმა დაიწყო მზადება შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღისათვის. მოსწავლეებს ვთხოვეთ დაემზადებინად დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები. ამჟამად მათ მიეცათ სრული თავისუფლება დიზაინის თუ გაფორმების შერჩევაში. აგრეთვე დავგეგმეთ გაგვეკეთებინა პაუერ პოინტში სლაიდი, რომელზეც აისახებოდა კლუბის წევრების დედიკოების სურათები . ბავშვებს ასევე გადაეცათ ლექსები , რომლებითაც ისინი მოულოცავდნენ დედებს მათ დღესასწაულს. 6.03. ინგლისურმა კლუბმა მიულოცა თავიანთ დედებს დედათა და ქალთა დღე. მათ ინგლისურ ენაზე მოყვეს ქალთა დღის ისტორია და წარადგინეს ლექსები, რომლებითაც გამოხატეს თავიანთი სითბო და სიყვარული დედების და ბებიების მიმართ. კლუბის წევრებმა აგრეთვე შეასრულეს ხალხური ცეკვები .ბავშვებმა შეასრულეს აჭარული, აფხაზური და რაჭული ცეკვები. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო მუსიკალური ბარათი POWER POINT ის მეშვეობით. ვიდეო ასახავდა მოსწავლეებს თავიანთი დედებთან ერთად. აქტივობას დაესწრნენ კლუბის წევრების მშობლები.მათ დიდი ინტერესით უსმენდნენ საკუთარი შვილების ინგლისურენოვან მოლოცვებს და მადლიერებით მოიხსენიეს კლუბის საქმიანობაში მათი შვილების აქტიური ჩართულობა. 17.04. კლუბში დავიწყეთ საკლასო პროექტის მომზადება სახელწოდებით ” მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, ყველაზე მარალი, ყველაზე პატარა, ყველაზე მაღალი, ყველაზე დიდი”. პროექტი მიძღვნილია მსოფლიოს ზემოდჩამოთვლილ თემებს. მოსწავლეებმა სეაგროვეს ინფორმაცია. მათ აგრეთვე დაბეჭდეს სურათები. კლუბის შეხვედრაზე მოვახდინეთ პოსტერების დამზადება. სულ დამზადდა ორი პოსტერი შესაბამისად მე-3 კლასებისათვის. შემდეგ შეხვედრაზე დაიგეგმა პრეზენტაციების მომზადება. 5.06. დღეს შედგა კლუბის შემაჯამებელი შევვედრა. შევაჯამეთ ინგლისური კლუბის საქმიანობა. კლუბის წევერბმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. მათ ისაუბრეს მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელ აქტივობაზე და გაიხსენეს მათთვის საყვარელი ლექსები თუ სიმღერები. მოსწავლეებმა რამოდენიმე სიტყვით არწერეს თავიანთი კლუბის ჩართულობაზე .შეხვედრის ბოლოს კუბის აქტიურ წევრერბს გადაეცათ სერტიფიკატები. კლუბის საქმიანობის ამსახველი ბმულები:
http://14school.ge/?p=2852http://14school.ge/?p=3184 http://14school.ge/?p=3795 http://14school.ge/?p=3424 http://14school.ge/?p=3424# http://14school.ge/?p=3353
ფოტომასალა
მიმართულება- წიგნების სამყარო BOOK WORLD
ALIEN FAIRY TALE
შესასწავლი მასალით ინსპირირებულმა კრეატიულმა მეოთხე კლასელებმა დაწერეს ზღაპარი უცხოპლანეტელების მოულოდნელი სტუმრობის შესახებ დედამიწაზე. თითოეულმა მოსწავლემ საკუთარ მდიდარ ფანტაზიაზე დაყრდნობით შეთხზა ზღაპრების საკუთარი ვერსიები.მათ სახალისო სახელები დაარქვეს პერსონაჟებს და გააცოცხლეს გმირები თავისი უცნაური ქმედებების ასახვით.
Adventures of Samperkins on the Earth
No comments:
Post a Comment