https://www.blogger.com/blog/page/edit/6120785165706683185/4050197678106949964

მასწავლებელთა კონფერენცია

                      მასწავლებელთა  მეორე  ეროვნული  კონფერენცია             
   15.12.14 პირველი  დღე : სასტუმროში  შესახლება - დაბინავება- კონფერენციის  გახსნა. განწყობა: მოვახდინეთ  გარკვეული  ადაპტაცია( ცოტათი  შეგვცივდა) მოვისმინეთ  პრეზენტაციები  და  რეკომენდაციები  პროექტზე  დაფუძნებულ  სწავლებაზე, აგრეთვე  მოგვაწოდეს  ინფორმაცია  გაცვლითი  პროგრამების  შესახებ, როგორებიც  არის: პროგრამა ,, პესტალოცი“ ,  ELENA - ტრანსევროპული  პროექტი (ბუნების  მიმართ  ცნობიერების  ამაღლება) გავიარეთ  კონსულტაცია  საგნობრივი  ჯგუფების მიხედვით. პირველი მომხსენებელი- მაია რატიანი. წარმოგვიდგინა ახალი პროექტების  და პროგრამების შესახებ .მან მოახდინა  მიმოხილვა პროგრამა“ პესტალოცი“,რომლის ფარგლებში   იგეგმება ევროპული  ტრენინგ-მოდულების ჩატარება, აგრეთვე იგეგმება საზაფხულო  სკოლების  გახსნა. „პესტალოცის „ თემატიკა მოიცავს: ·         განათლება დემოკრატი მოქალაქეებისათვის ·         ინტერკულტიერურული  ურთიერთობები ·         ისტორიის სწავლება ·         ბავშვთა უფლებები,ძალადობის და დისკრიმინაციის პრევენცია ·         გენდერული ტანასწორობა ·         სწავლების მეთოდოლოგია ინტერენეტის მეშვეობით განხორციელდა საერტაშორისო სასკოლო პროექტები, ეს არის საერთაშორისო დონის აღიარებული სასწავლო პროექტები:ECOLE,E-TWINNING PLUS- ევროპის და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლის თნანმშრომლობის ხელშესაწყობაზე ორიენტირებული პორტალი. COMENIUS –Elena Experimental Learning and Educational for Nature Awareness-ტრანსევროპული პროექტი-ბუნების მიმართ ბიომრავალფეროვნების სწავლება, ეკოგანათლების და ეკოწიგნიერების გაღრმავება.COMENIUS TIERE LIVE მეორე მომხსენებელი ზაქარია გიუნაშვილი. ტრენერთა სკოლის გაცნობა. მათემატიკის ექსპერტი. ისაუბრა პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი ასპექტები, მან ასახა კონსტრუქტივისტური მიდგიმის ნიმუშები. გაგვიზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები , პრობლემების გადაჭრის სინთეზის, ანალიზის და თანამშრომლობის უნარი, ეს პროექტი არ დაიკავებს ტრადიციული სასწავლო პროცესების ადგილს, თუმცა არ არის ტესტირების ჩანაცვლება. აქ ასახულია მეტი კავშირი პრაქტიკასთან. ადრე წლებში იყო თეორიული მასალის სიუხვე . ახლა მეტი აქცენტი გადატანილია რეალურ სამყაროსთან კავშირი .მოსწავლე დამოუკიდებლად მართავს საკუთარ სასწავლო სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეების  უნარების განვითარების ხელშეწყობა-განსხვავებული ინტერესების მოსწავლეს განსხვავებული გზები აქვს  მიზნის მისაღწევად, ინფორმაციის ავთენტურობა, გონებრივი ვარჯიშები, პრობელმის ტრასფერი, მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა-მოსწავლის და მასწავლებლის თანაბარი ურთიერთობა რის მეშვეობითაც მასწავლებელებელიც სწავლობს ახალს, იღებს ახლა ცოდნას და ამიტიძენს დამატებით კომპეტენციების  განვითარებას .ანავიტარებს მაღალი სააზროვნო უნარებს, აგრეთვე  სხვადასხვა ტიპის ამოცანები, ღია ტიპის დავალებები და სხვა. გაგვაცნეს  კოორდინატორები  საგნების მიხედვით. უცხოური ენები- ნინო ფეტვიაშვილი 
 16.12.2014 მეორე დღე. კონფერენციის მეორე დღე იყო დატვირთული .მოვახდინეთ გაერთიანება ჯგუფების მიხედვით. უცხო ენები წარმოდგენილი იყო ინგლისური, რუსული და  გერმანული ენების სპეციალისტების სახით. სულ იყო  წარმოდგნილი 22 ნამუშევარი სხვადასხვა ტიპის აქტივობები- გაკვეთილები, ინტეგრირებული გაკვეთილები, საგამნათლებლო პროექტები, კვლევები. ეს იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებლების მიერ  ცატარებული აქტივობები. რეგიონები: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, გურია. 1.      მომხსენებელი  : ათინა თოიძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლა, თემა : საკლასო მენეჯმენტი 2.      მომხსენებელი  : ნინო მაისურაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლა,თემა :TPR გაკვეთილი 3.      მომხსენებელი : მანანა კაპეტივაძე,ბაღდათის #2 სკოლა თემა: საკლასო კლასის მენეჯმენტი 4.      მომხსენებელი : ნინო ჩიხლაძე, თემა :ენის სწავლება ინგლისური  დოკუმენტური ფილმების  ჩვენებით 5.      მომხსენებელი :ქეთევან ღვანია , ფოთის #3 საჯარო სკოლა   თემა: ჩვენი პალნეტის მიღმა 6.      მომხსენებელი : ნინო კანდელაკი, ლელა იმნაიშვილი, ქუთაისის #14 საჯარო სკოლა, თემა: ვის უნდა ხანგრძლივი სიცოცხლე 7.      მომხსენებელი : ტარიელ კალანდაძე,ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა, თემა: კითხვის სტრატეგიების გამოყენება 8.      მომხსენებელი : მედეა  დარსაველიძე ,ქუთაისის  #41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა,თემა:დიდაქტიკური თამაშები
 17.12.2015 მესამე დღე. შევიკრიბეთ  სააქტო დარბაზში, სადაც მოხდა ჩვენი სიგელებით  დაჯილდოვება. ყველა მონაწილე გამარჯვებულ მასწავლებელს გადმოგვეცა   დამადასტურებელი სერტიფიკატები. 12 საათზე ჩვენ გამოვემგზავრეთ ქუთაისში  ბათუმის მასწავლებლებთან ერთად. ყველა მონაწილე  უცხო ენების მასწავლებლის  მიერ წარმოდგენილი მასალები იხილეთ დანართში.

 






                              მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია.                                             თბილისი, ZP სასტუმრო, 10-11 დეკემბერი , 2016 







                   მასწავლებელთა მე-6 ეროვნული კონფერენცია გავიმარჯვეთ  მასწავლებელთა მე-6 ეროვნულ კონფერენციაზე. ჩვენმა თემამ , რომელიც აღწერდა სკოლაში ანტირასისტული პროექტის განხორცილებას , კვლავ დიდი  მოწონება დაიმსახურა კოლეგებში.  სიხარულია და სიამაყე სკოლის, მოსწავლის და საკუთარი თავის წარმოჩენა. ვულოცავ ამ საინტერესო პროექტის მთავარ მონაწილეებს, ჩვენს აქტიურ მოსწავლეებს, ჩემს  კოლეგას, ლელა იმნაიშვილს, რომელმაც  დიდი ძალისხმევა და შრომა ჩადო ამ საქმეში მისი ჩვეული პასუხისმგებლობის და  პროფესიონალიზმის  დემონსტრირებით.  ასევე ვულოცავ კონფერენციაში  გამარჯვებას  ჩემს სკოლის დირექტორს, დაუღალავ ნონა ჩუბინიძეს. კიდევ ბევრი წარმატება მომელოცოს. მასწავლელბელთა მე-2 სასწავლო-მეთოდური კონფერენცია 30.05.2015 2015   #40  საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა მეორე სასწავლო -მეთოდური კონფერენცია. ჩვენ, ლელა იმნაიშვილი და მე, წარვადგინეთ ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი  ჯანსაღ ცხოვრების წესის შესახებ.როგორც წესი, ვიმუშავეთ საგნობრივი  სექციების   მიხედვით.მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების საინტერესო  პრეზენტაციები. ყოველ სექციაში მუშაობდა  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, რომლების საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამდნენ  ყველა პრეზენტაციაზე.  სექციურ მუშაობას წინ უსწრებდა პლენარული სხდომა, რომელზეც ოფიციალურად   მოხდა კონფერენციის გახსნა. #40 სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ლია კუხიანიძემ და კონფერენციის ინიციატორმა და ორგანიზატომა ქ-ნმა ქეთევან რუხაძემ ისაუბრეს  ამგვარი ღონისძიებების მოწყობის აქტუალობასა და  საჭიროებაზე. ნამდვილად, ყოველი წლის ბოლოს  მასწავლებელს უგროვდება იმდენი სათქმელი თავის კოლეგებთან , რომ  ამგვარი კონფერენციები მოგვცემს საშუალებას ერთმანეთს გავუზიაროთ და გავანდოთ  ბევრი რამ საკუთარი გამოცდილებიდან . ეს ჩემთვის ამგვარი ღონისძიებაში უკვე მეორე ჩართულობაა, და, ვთვლი, რომ  ბევრ საჭირო უნარს ვიძენ, ვაკვირდები და ვიზირებ კოლეგების იდეებს და , ხშირადაც, ბევრი საინტერსო იდეა  მომდის. სექციური მუშაობის შემდეგ  მიგვიწვიეს  სააქტო დარბაზში.ჩვენ მოვისმინეთ  კიდევ რამოდენიმე  პრეზენტაცია  მასწავლებლების სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესახებ. ზოგი მათგანი იმყოფედა ევროპულ ქვეყნებში და  მათ მოგვიყვეს ევროპული სკოლების თავისებურობებზე, იქ დანერგილ განათლების სისტემის შესახებ , საინტერესო იყო  ქ-ნ  ნათია კილაძის , ამერიკული სკოლა  პროგრესი აღმასრულებელი დირექტორის   მონათხრობი   გერმანულ სკოლის შესახებ, სადაც იგი იმყოფებოდა  თავის მოსწავლეებთან ერთად 2 კვირით. აგრეთვე  მოვისმინეთ  #41 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის  პრეზენტაცია მასწავლებელთა  ინტერნეტ პორტალ  ETWINNING ის შესახებ. მოხსენებების დასრულების შემდეგ  #40 სკოლის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს  მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით ”კურთხეულ იყოს ქართლოსის ჯიში” .კომპოზიცია ძალიან ამაღლებულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებმა 30 წუთში გადმოსცეს საქართველოსადმი სიყვარული და ბევრ მაყურებელს ცრემლიც კი მოგვაყენა თვალებზე.მასწავლელბელთა კონფერენციამ საკმაო მაღალ დონეზე წარიმართა. თსუს კონფერენციიაში მონაწილეობა 







KEY CONSULTING   BLACK SEA UNIVERSITY მიერ ორგანიზებული კონფერენცია 





   სსიპ მე-40 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული  მასწავლებელთა მეორე  მეთოდური კონფერენცია








                                      თსუს კონფერენცია 


        მივიღე მონაწილეობა  მომხსენებლებად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა XI საუნივერსიტეტო კონფერენციაში „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ კონფერენციის თემა იყო ,,მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“.
          კონფერენცია ჩატარდა ელექტრონულ ფორმატში, აპლიკაცია “ZOOM”-ის საშუალებით და , როგორც წესი, იმუშავა სხვადასხვა სექციების სახით. ჩემი  თემა არის: ” მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების დანერგვა და განვითარება. ინტეგრირებული გაკვეთილი მოხალისეობაზე”. ლელა იმნაიშვილის თემა:”კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისათვის”. კონფერენციამ იმუშავა ჩვეული დატვირთვით , წარდგენილი იქნა 80 მოხსენება შემდგომი განხილვით და დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში. კოლეგებმა ერთმანეთის მუშაობის ძვირფასი გამოცდილება გავუზიარეთ და დავსახეთ თანამშრომლობის მიზნები. მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება საჯარო სკოლაში. თანამედროვე სააღმზრდელო სისტემა ორიენტირებულია აღსაზრდელებში ისეთი უნარების და კომპეტენციების დანერგვაზე და განვითარებაზე, რომლებიც მიმართულია თვითდამკვიდრების და თვითრეალიზაციისკენ.ქ.ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სწავლის კონტენტი ითვალისწინებს მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დანერგვას. ამ მიზანს ემსახურება ის ფაქტი, რომ სკოლის ინგლისური ენის საგნობრივი ჯგუფის წევრები აქტიურად ვართ ჩართულები PH International მიერ ინიცირებულ პროექტებში, როგორიცაა ELCE English Languge Through Civic Education (ინგლისური ენა სამოქალაქო განათლებით) და CTEL (Civics and Tech Through English) სამოქალაქო განათლება ტექნოლოგიებით და ინგლისური ენით.ამ პროექტებში მონაწილეობით მოსწავლეებში დავნერგეთ სამოქალაქო კომპეტენციების და ციფრული წიგნიერების უნარები.წინამდებარე ნაშრომში წარმოგიდგენთ ერთი ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას , რომლის თემა არის მოხალისეობა.მოხალისეობის ცნების გაცნობა მოხდა სამი სასწავლო დისციპლინის ინტეგრირებით საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო აღსაზრდელებში ევროპული ღირებულებების დანერგვა. მოდულების კონტენტი კონცენტრირებული იყო ისეთ თემატიკაზე: მულტიკულტირალიზმის ცნება,დღესასაწაულები და მათი არსი,ეროვნული გმირების თემატიკა,კარიერული არჩევანი და მოხალისეობა.გაკვეთილები ითვალისწინებდა მოქალაქეობრივი კომპეტენციების გაცნობას საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინგლისური ენის მეშვეობით .აღსანიშნავია,რომ პროექტის ჩატარება კალენდარულად გაწერილი იყო 2019/2020 სასწავლო წელს და 4 მოდულის განხორციელება მოესწრო დასწრებულ ფორმატში სწავლის პერიოდში, ხოლო ბოლო, მოხალისეობის თემა გადავიდა და განხორცილედა უკვე პანდემიის პერიოდში. ამ ფაქტმა იერი შეუცვალა საგაკვეთილო პროცესს და , შესაბამისად, მოხალისეობის თემა ჩატარდა ონლაინ ჩართვით. იმისათვის, რომ მოსწავლეებისათვის უფრო მკაფიო გამხდარი იყო შესასწავლი თემა,დავამუშავებინე პრეზენტაციები მოკლე კოლაჟების სახით . მოხალისეობის თემას წინ უსწრებდა კარიერული არჩევანის თემის ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლეზეც მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი პრეფერენციები პროფესიის არჩევის დროს.ამიტომ შემდეგ გაკვეთილზე მათ წარდნენ, როგორც რაიმე პროფესიული და სამუსაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდები.პრეზენატციებში მათ აღწერეს, თუ რა სახის მოხალისეობის აქტივობებს დაგეგმას და განახორციელეს tავიანთ საქმიანობის პერიოდში.მათი სამუშაო გამოცდილება იყო შემდეგი შინაარსის: საერთაშორისო აეროპორტი, რესტორნის ბიზნესი, ადგილობრივი ტელევიზია,ჯანმრთელობის ცენტრი( სამედიცინო კლინიკა) და დიდი სავაჭრო ცენტრი.10-წუთიან მოსამზადებელ პერიოდში მათ უნდა ეპასუხათ კითხვაზე, თუ რა გამოცდილება შეიძინეს მოხალისეობის .შემდეგი აქტივობა კი წარიმართა, თუ როგორი ტიპის მოხალისეობის სამუშაო პასუხობს მათ ინტერესებს და მიზნებს.ბოლო აქტივობაში კი აღწერეს მოხალისეობის გამოცდილება ინგლისურ ენაზე. პრეზენტაციეზე მუშაობისას მათ ინმუშავეს power point ( მულტიკულტურალიზმი).










No comments:

Post a Comment