https://www.blogger.com/blog/page/edit/6120785165706683185/4050197678106949964

გაკვეთილის გეგმები , რესურსები

      გაკვეთილის გეგმა - CHINESE   INVENTIONS ჩინური გამოგონებები


   გაკვეთილის გეგმა          მე 4 კლასი                                                                   
                                                     ინგლისური ენა. მასწავლებელი        ნ. კანდელაკი
გაკვეთილის მთავარი თემა
CHINESE   INVENTIONS

ჩინური გამოგონებები
სწავლების საფეხური
მე-4 კლასი, დ.IV

მოსწავლეთა პროფილი


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

1.გაკვეთილი ეყრდნობა წინათ შესწავლილი ლექსიკური ერთეულების ცოდნას.
2.აქტუალურია და საინტერესო შეიტყონ მოსწავლეებმა ,თუ  რა  გამოგონებები  ეკუთვნის ჩინელებს
3.ინგლისურ ენაზე ფაქტობრივი ინფორმაციის გაცნობა


გაკვეთილის მიზანი და შედეგები
გავაცნო და შევასწავლო მოსწავლეებს   ჩინური  გამოგონებების  ისტორია.
უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
უცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

წინასწარი ცოდნა

1.საჭიროა გრამატიკული ფორმების (Past Simple  of Irregular verbs , Degrees of  Comparison of Adjectives)ფლობა.
2. გარკვეული ლექსიკური მასალის ფლობა, როგორიცა : invention, mankind, important, ancient
3. ინგლისურ ენაზე  ინსტრუქციების გაგება , როგორიცაა: listen, clap, open, close, say, come, clean, stick

შეფასების საგანი და პროცედურები
  1. როგორ იყენებენ   მოსწავლეები ახალ ლექსიკურ ერთეულებს.

  1. მოსწავლეების მიერ  ტექსტის ინტერპრეტირება.

  1. ჯგუფური მუშაობის უნარი
სასწავლო მასალა
და ტექნიკური   რესურსები
1.დაფა
2.ცარცი
3.ფლიპჩარტი
4.სახელმძღვანელო English World,Level 4,Macmillan.
5.აუდიოპლეიერი (СD Player,Disc 2 )
6. ქარალდი, კომპასი, დენთის, საბეჭდი მანქანის, აბრეშუმის   ფოტოები ან სურათები , 5 ცალი
7. პროექტორი
8.პერსონალური კომპიუტერი, ე.წ. ლეპტოპი
9. კომპიუტერული პროგრამების გამოყენება:MICROSOFT  OFFICE WORD, POWERPOINT PRESENTATION,  WINDOWS PLAYER,
გაკვეთილის მსვლელობა







1.ორგანიზაციული მომენტი:მისალმება, სიის  ამოკითხვა, -1 წ.

2.აქტივობა-მოთელვა (Warming Up ActivityMatching pictures with the words)  სურათების და   სიტყვების შესაბამება .მოსწავლეები  მოახდენენ  სურათების  სიტყვებთან შესაბამებას.
( როგორც ვარიანტი შესაძლებელია გონებრივი იერიში  MIND MAP  სიტყვა   INVENTION ზე )  -3 -5  წუთი
3.აქტივობა:  მოსმენა:   Listening .მოსწავლეები მოუსმენენ ტექსტს ჩინურ გამოგონებებზე . უცხ.დ.IV .4. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მოსმენის უნარ -ჩვევები.book, Unit 5 , pg 56, 57 -  3 წ.

4. აქტივობა  : კითხვა  Reading     მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს. უცხ.დ.IV .6.  მოსწავლეს   გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა. მოსწავლეები  ყურადღებით გაეცნობიან  ინფორმაციას და   მოემზადებიან    უპასუხონ კითხვებს- 5-7 წ.


5. .აქტივობა: პრეზენტაციის  ყურება . Watching the  Power Prezentation.  მასწავლებელი  პროექტორით აჩვენებს  პრეზენტაციას  უმნიშვნელოვანეს ჩინურ გამოგონებებზე  1-2 წ.

6.აქტივობა:  კითხვებზე პასუხის გაცემა. Answering  the  questions.  მოსწავლეები გასცემენ პასუხებს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს .-5 წ.
7.აქტივობა : ჯგუფური მუშაობა. group work  მოსწავლეები  წინასწარ სხედან ჯგუფებად. ამავე ჯგუფებში მოსწავლეები  აირჩევენ ჩინური გამოგონებიდან რომელიმეს  და იმუშავებენ საკითხზე: რომელი გამოგონება მიგაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად? -5 -7 წ.
8. აქტივობა: ჯგუფების პრეზენტაციები.group work  presenattion ყოველი ჯგუფიდან  ერთი მოსწავლე-პრეზენტატორი  წარადგენს საკუთარი ჯგუფის ნამუშევარს, პასუხს  დასმულ კითხვაზე -10 წ.
9. შეფასება: შეფასდება ჯგუფური მუშაობა, კითხვებზე პასუხის გაცემა, კითხვა-ანალიზი - 3 წ.
. საშინაო დავალების მიცემა: Book , pg. 63  -1 წ.

No comments:

Post a Comment