https://www.blogger.com/blog/page/edit/6120785165706683185/4050197678106949964

სადამრიგებლო კლასთან მუშაობა

 

2022-2023 სასწავლო წლის დამრიგებლის მუშაობის სამოქმედო გეგმა 11ბ კლასი
დამრიგებელი: ნინო კანდელაკი 
 მიმართულება 
 მიზანი ნაბიჯები/თემები 
განხორციელების ვადები 
სამიზნე ჯგუფი 
შენიშვნა კ
ითხვის უნარის განვითარება გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება მოსწავლეები გაირღმავებენ საკლასო ოთახზე ზრუნვის უნარს ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს საკლასო ოთახზე 28.09.2021 მე-10ბ კლასის მოსწავლეები პიროვნული და მორალური განვითარება. 1. მოსწავლეები შეძლებენ სხვების მიმართ მართებულ ქცევას 2. მოსწავლეები გაეცნობიან კომპიუტერული , ვიდეო და ინტერნეტ თამაშების დადებით და უარყოფით მხარეებს 3.მოსწავლეები გაიაზრებენ თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის მნიშვნელობას 1.,,სხვას  ვექცევით  ისე, როგორც  გვსურს  მოგვექცნენ“ 2. კომპიუტერული , ვიდეო და ინტერნეტ თამაშების დადებითი და უარყოფითი მხარეები 3.ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან 20.10.2021 15.11.2021 22.12.2021 მე-10ბ კლასის მოსწავლეები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია 1.მოსწავლეები შეისწავლიან ვირუსების ბუნებას და მათ თავისებურებას 2.მოსწავლეები გაიაზრებენ ფიზიოლოგიური ცვლილებების და ჰიგიენის მნიშვნელობას ცხოვრებაში 1.ვირუსების ბუნება და მათი თავისებურება 2.ფიზიოლოგიური ცვლილებები და ჰიგიენის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში 31.01.2022 14.02.2022 მე-10ბ კლასის მოსწავლეები უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია მოსწავლეები შეძლებენ ამოვიცნონ კიბერბულინგი როგორ ამოვიცნო კიბერბულინგი? 23.03.2022 მე-10ბ კლასის მოსწავლეები მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება 1. მოსწავლეები შეისწავლიან ინფორმაციას მოხალისეობის შესახებ 2. მოსწავლეები გაიაზრებენ გენდერული თანასწორობის პრინციპებს 1.მოხალისეობა კარგი მოქალაქეობაა 2.რა არის გენდერული როლები? 19.04.22 17.05.2022 მე-11ბ კლასის მოსწავლეები


სიპ მე-14 საჯარო სკოლის მე-11ბკლასის დამრიგებლის ნინო კანდელაკის სადამრიგებლო საათების გეგმა. 2022/2023 ს.წ II სემესტრი
იანვარი 
 მიმართულება- ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია 
სადამრიგებლო საათის თემა : ვირუსების ბუნება და მათი თავისებურება
1. აქტივობა- გონებრივი იერიში-გამოწვევის ფაზა.- 10 წ. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ , თუ როგორ ესმით მათ სიტყვა”ვირუსი”. მოსწავლეების მიერ დასახელებული სახელები თუ თვისებები იწერება დაფაზე( ეს შეიძლება გააკეთოს, როგორც მასწავლებელმა, ასევე მოსწავლეებმა). 
2. აქტივობა- ფაქტობრივი მასალის გაცნობა. დამრიგებელი აცნობს მოსწავლეებს ვირუსებზე დაკვირვების ისტორიას და აღწერს მათ თვისებებს და ყვება ვირუსების აღმოჩენის შესახებ.შემდეგ ის ურიგებს მოსწავლეებს სამუშაო ფურცელზე წარმოდგენილ თვისებებს და სთხოვს მათ შემოხაზონ მათთვის ნაცნობი თვისება. -10 წუთი 
3. აქტივობა -ჯგუფური მუშაობა -მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დაფიქრდნენ და გაერთიანონ მოცემული თვისებების მიხედვით. მოსწავლეები უყოფიან 4 სამუშაო ჯგუფად, მათ ეძლევათ 10 წუთი დავალების შესასრულებლად. შემდეგ თითოელი ჯგუფი წარადგენს საკუთარ ნააზრევს- 15-18 წ. 
4. აქტივობა -საშინაო დავალება- მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ და დაწერონ საკუთარი ნააზრევი და წარადგინოს ის ოჯახის წინაშე- 2წ. 

 თებერვალი
მიმართულება- უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია სადამრიგებლო საათის თემა : როგორ ამოვიცნო კიბერბულინგი? 
1. აქტივობა- . მოსწავლეები წერენ დაფაზე ასოციატურ რუკას მოცემულ თემაზე. დაფაზე აღმოჩნდა სიტყვები- დაშინება, შანტაჟი, იგნორირება,აქაუნტის გატეხვა- 5 წუთი 
2. აქტივობა- საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან “კიბერშეტევის” მაგალითების მოყვანა. მოსწავლეები ყვებიან , როგორ მეთოდებს მიმართავენ , რომ ამოიცნონ პრობლემა. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. -20 წუთი
 3. აქტივობა- ჯგუფური მუშაობა- ვისწავლოთ ერთმანეთისგან. მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ შემდეგ საკითხზე- ვიყოთ ეფექტური ინტერნეტმომხმარებლები, შევიმუშავოთ ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის წესები . ყოველი ჯგუფის წარმომადგენელი სთავაზობს მოცემულ საკითხზე თავის გადაჭრის გზას-20 წუთი
 მარტი მიმართულება- პიროვნული და მორალური განვითარება,მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება სადამრიგებლო საათის თემა : მოხალისეობა კარგი მოქალაქეობაა 
1. აქტივობა- მინი ლექცია. ტერმინი “მოხალისეობას” განმარტება მასწავლებელი ყვება, რომ ის ნიშნავს არაანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც გულისხმობს ნებაყოფლობით დროის დახარჯვას. მას მოჰყავს ცხოვრებისეული მაგალითები - 10 წუთი 
2. აქტივობა- მინი გამოკითხვა . როგორი ტიპის საქმიანობას ირჩევ, რომ შეასრული უანგარო საქმიანობა . მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დროს 5 წ., რომ მათ გასცენ პასუხი დასმულ კითხვას.- 15 წუთი 
3. აქტივობა- პრეზენტაცია . მოსწავლეები ქმნიან თემატურ ფლაერებს ჯგუფებში, რომელშიც ხატოვნად ასახავენ , თუ როგორი მიმართულების შეიძლება იყოს მათი მოხალისეობა, მაგ., შემოწირულობაში მონაწილეობა, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, ხანდაზმულების და სსსმ პირების დახმარება - 15 წუთი

აპრილი მიმართულება- პიროვნული და მორალური განვითარება,მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება სადამრიგებლო საათის თემა : რა არის გენდერული როლები? 
 1. აქტივობა- მინი ლექცია. ტერმინი “გენდერის” განმარტება არის ინგლისური სიტყვა gender და ნიშნავს სოციალურ სქესს, გასხვავებას ქალსა და მამაკაცს შორის , რომელიც არა ბიოლოგიური არამედ სოციალური მოცემულობით არის განპირობებული - 10 წუთი 
2. აქტივობა- მინი გამოკითხვა . როგორია ტიპური სტიგმები ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ განსხვავებებზე,რა ითვლება ჩვენ სოციუმში “მამაკაცურ” საქმიანობად და რა “ ქალურ”?. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს 5 წ., რომ მათ გასცენ პასუხი დასმულ კითხვას.- 15 წუთი 
3. აქტივობა- პრეზენტაცია . მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს , რომ გაეროს მიერ შემუშავებულ ქვეყნების განვითარების გეგმის 17 მიზანთაგან #5 მიზანი ითვალისწინებს გენდერულ თანასწორობას .მოსწავლეებს სთხოვს დაფიქრდენ და გასცენ პასუხი კითხვაზე , თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
- 15 წუთი 

 მაისი მიმართულება- ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სადამრიგებლო საათის თემა : .ფიზიოლოგიური ცვლილებები და ჰიგიენის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში 
1. აქტივობა- მინი ლექცია. ტერმინი “ჰიგიენის” განმარტება. მასწავლებელი უყვება მოსწავლეებს პირადი ჰიგიენის და ჯანმრთელობის კავშირს და ასახელებს პირის ჰიგიენის ელემენტებს, რეგულარული შხაპის და ხელების დაბანის აუცილებლობას, ფრჩხილების და ინტიმური ჰიგიენის წესებს. ასევე ახსენებს მათ,რომ არსებოს ძილის ჰიგიენაც - 10 წუთი 
2. აქტივობა- მინი გამოკითხვა . როგორია თქვენი ჰიგიენური ჩვევები5 წ., რომ მათ გასცენ პასუხი დასმულ კითხვას.- 15 წუთი 
3. აქტივობა- პრეზენტაცია . მასწავლებელი შტხოვს მოსწავლეებს შეიმუშავონ იგიენური კოდექსი და ასახონ საკუთარი ნააზრევი რაიმე ჩანახატის ან სქემის სახით-15 წუთი

მოსწავლეების რეფლექსიები სადამრიგებლო საათების თემებზე


კლასის დახურული ჯგუფის გვერდის მისამართი https://www.facebook.com/groups/2852659731481049







No comments:

Post a Comment