https://www.blogger.com/blog/page/edit/6120785165706683185/4050197678106949964

დისტანციური სწავლება


პანდემიამ თავისი დღის წესრიგი შემოიტანა ჩვენს ყოფირებაში.ონლაინ რეჟიმში სწავლის პერიოდში გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება  მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და ანვახორციელეთ პროექტი სახელწოდებით “დედამიწა ავად გახდა”,Our Earth is Sick" რომლის ფარგლებში საბაზისო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ასახეს თავიანთი მოსაზრება გლობალური პანდემიის თემატიკაზე.
 























CHRISTMAS TOUR
მე-6ა( მასწავლებელი და დამრიგებელი ლელა იმნაიშვილი) და მე- 6ბ კლასის(მასწავლებელი ნინო კანდელაკი, დამრიგებელი ლიანა სვანაძე) მოსწავლეების კოლაბორაციამ შედეგად გამოიღო პროექტი სახელწოდებით “საშობაო მოგზაურობა” (“Christmas Tour “). მათ მოაწყვეს საშობაო მოგზაურობა და გვიამბეს სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო და საშობაო წეს- ჩვეულებების შესახებ. მათთან ერთად ჩვენ გავემგზავრეთ შოტლანდიაში და ინგლისში, იმერეთში და რაჭაში, ირლანდიაში და კანადაში, იაპონიაში ავსტრალიაში და ამერიკაში და გავეცანით ამ ზღაპრული მხარეების და ქვეყნების კულტურის თვითყოფადობას და თავისებურებას. მოსწავლეებმა გადმოსცეს თავიანთი მოსაზრებები და ემოციები ამ დღესასწაულების მიმართ მათ მიერ ჩაწერილ ვიდეორგოლებში. მათ დაამზადეს შესაბამისი თემატიკის პოსტერები და წარადგინეს ისინი მოკლე პრეზენტაციების სახით. ტექნიკური უზრუნველყოფა ეკუთვნის მე-6 ბ კლასის მოსწავლეს დუდუ სვანიძეს, რომელმაც სპეციალური პროგრამის დახმარებით დაამონტაჟა ვიდეოკოლაჟი და შემდეგ ატვირთა სოციალურ ქსელ youtube-ზე. პროექტი თავის მონაწილეობით გაალამაზეს მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა მეგი ნარსავიძემ და ლანა ჯანხოთელმა საშობაო სიმღერის შესრულებით. ჩვენი აღსაზრდელები გვილოცავენ შობა-ახალი წლის დადგომას საუკეთესო სურვილებით. Merry Christmas & Happy New Year. სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე. 

No comments:

Post a Comment