https://www.blogger.com/blog/page/edit/6120785165706683185/4050197678106949964

სტუდენტის კონსულტაცია

დამტკიცებულია პედაგოგიური ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ოქმი №13, 22 თებერვალი 2016 წელი დეკანი: /ასოც. პროფ. ვ. ადეიშვილი/ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიური ფაკულტეტი პედაგოგიური პრაქტიკის დ ღ ი უ რ ი ქუთაისი 2021 სტუდენტის სახელი, გვარი - თამარ ფურცხვანიძე პროგრამის სახელწოდება - მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საგნის სწავლების მეთოდიკის მოდული - ინგლისური ენის სწავლების პრაქტიკაში გაწეული მეთოდური დახმარება პრაქტიკის ობიექტი ___ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურების კლასებში ჩატარებული გაკვეთილები პრაქტიკის ხელმძღვანელი - ნინო მამრიკიშვილი პრაქტიკის მენტორი - ნინო კანდელაკი დეკანი - ასოცირებული პროფესორი ვლადიმერ ადეიშვილი თარიღი შესრულებული სამუშაოს დახასიათება/აღწერა შესრულებული სამუშაოს შეფასება პრაქტიკის მენტორის მიერ (კომენტარი, ქულა) 1 2 3 I 9.03-12.03 II 17.03-19.03 III 26.03 IV 2.04 V 6.04-7.04 VI 13.04-14.04-16.04 VII 20.04-21.04-23.04 VIII 27.04 IX 14.05 X 21.05 XI 25.05-28.05 XII 01.06 XIII 08.06-11.06 XIV 15.06-18.06 XV 22.06-25.06 გავეცანი პრაქტიკის მიზნებს. განვახორციელე ვიზიტი სკოლაში. შევხვდი და გავიცანი მასწავლებლები და დირექტორი. შევთანხმდით და გავწერეთ კვირის განმავლობაში გაკვეთილებზე დასწრების განრიგი. შევთანხმდით ურთიერთობისა და ურთიერთთანამშრომლობის ფორმებზე. განვახორციელე პირველი ვიზიტი გაკვეთილზე დასასწრებად. გავეცანი მოსწავლეებს. ვაკვირდებოდი მასწავლებლის მუშაობის მეთოდებს სხვადასხვა კლასებთან, მის დამოკიდებულებას მოსწავლეებთან. მოსწავლეები ემზადებიან შემაჯამებელი წერისათვის. დავიწყე დღიურზე მუშაობა. ავირჩიე მოსწავლე, რომელსაც უნდა დავაკვირდე. დავესწარი გაკვეთილებს. ვაკვირდები მენტორის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს. ჩემს მიერ არჩეული მოსწავლე გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოირჩეოდა აქტიურობით. მისი პასუხების ნაწილი არასწორი იყო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. ვაკვირდები მენტორის მიერ ჩატარებ ულ გაკვეთილებს. ჩავერთე გაკვეთილის მსვლელობაში როგორც ფასილიტატორი და ჩავატარე ერთი აქტივობა. ჩემს მიერ არჩეული მოსწავლე აქტიურობს, მიუხედავად იმისა რომ დავალება არ ეწერა , მაინც მიიღო მონაწილეობა მის შემოწმებაში. სურვილისამებრ დამიმატეს ორი მეათე კლასი. ერთ-ერთ კლასში მოსწავლეები გამოირჩევიან რთული ასაკისთვის შესაბამისი ქცევით. ჩემთვის მეტად საინტერესო იყო, თუ როგორ შეძლო მასწავლებელმა მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. მენტორის დახმარებით შევიმუშავეთ გაკვეთილის გეგმის სტანდარტი. და მისივე დახმარებით შევადგინე გაკვეთილის გეგმა მეცხრე კლასისთვის. ჩავატარე პირველი გაკვეთილი მეცხრე კლასში. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში კომლექსური დავალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. შოკოლადის რეცეპტის შედგენა , ვიდეოების ატვირთვა, და რეცეპტის მიხედვით მისი დამზადება. ჩემს მიერ არჩეული მოსწავლე ისევ აქტიურობს, თუმცა უშვებს გარკვეულ შეცდომებს სიტყვების წარმოთქმაში. მეგობრულია, ცდილობს სხვებს დაეხმაროს. მოსწავლეები მონაწილეობენ დისკუსიაში ინტერნეტთან დაკავშირებით, რამდენად კარგია ინტერნეტი, როდის შეიქმნა. ჩავატარე მეორე დასაკვირვებელი გაკვეთილი მეცხრე კლასში, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გამოიყვანეს ვნებითი გვარის ფორმულა . მეთერთმეტე კლასში მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტიდან მოცემული მაგალითების საშუალებით ირიბი თქმის ფორმულის გამოყვანა. მეთერთმეტე კლასში ჩავატარე გაკვეთილი . ვაგრძელებ დღიურის წერას. ჩემს მიერ არჩეული მოსწავლე აქტიურობს, ვერ ისვენებს , სჭირდება მასაწვლებლის შეხსენება ქცევასთან დაკავშირებით. ტექსტის განხილვა. რა გავლენას ახდენს გლობალიზაცია თანამედროვე მსოფლიოზე. მოსწავლეები მონაწილეობენ დისკუსიაში და აფიქსირებენ თავიანთ აზრს. ჩავატარე მესამე გაკვეთილი მეცხრე კლასში. მეათე კლასში მოსაწვლეები მონაწილეობენ დისკუსიაში როგორი ადგილები მოსწონთ დასასვენებლად და რატომ? მეთერთმეტე კლასელები მონაწილეობენ დისკუსიაში სხვადასხვა ადგილების , ნაკრძალების შესახებ. განიხილავენ ტექსტს და მის მსგავსად აკეთებენ კომპლექსურ დავალებას : რატო წავიდოდნენ , რას გააკეთებდნენ? მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა ნაკრძალების შესახებ მეათე კლასში ჩავატარე გაკვეთილი სხვადასხვა დასასვენებელი ადგილების შესახებ. მოსწავლეებმა განიხილეს ტექსტი და მის მსგავსად დამოუკიდებლად შეძლეს მსგავსი ტექსტების შედგენა. პრაქტიკის მენტორის კოვიდ დაინფიცირების შედეგად მას მოუწია დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს მე-9 და მე-11 კლასებში. დამრიგებლის საათი მეცხრე კლასში. ქცევის წესებთან დაკავშირებული ნორმების განხილვა. ვაკვირდები ჩემს მიერ არჩეულ მოსწავლეს. მეთერთმეტე კლასში გამოცდის საკითხების განხილვა. მეათე კლასში მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება შოპინგთან დაკავშირებით, ტრადიციული და ონლაინ შოპინგთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგის გაცნობა. ფილმების ‘ეშმაკს აცვია პრადა ‘ ‘შოპოჰოლიკი’ -ის ყურება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. მონაწილეობა მივიღე მეცხრე კლასისთვის საგამოცდო საკითხების შედგენაში. დისკუსია თემაზე ‘SHOPPING’. Online shopping versus traditional shopping’. ფილმების განხილვა. მეათე კლასში პრეზენტაციების წარდგენა შოპინგთან დაკავშირებით. დამრიგებლის კოვიდინფიცირების გამო მე-11 კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. მენტორთან ერთად ჩავატარე წლის შემაჯამებელი ბოლო ონლაინ გაკვეთილი. ჩავატარე ბოლო გაკვეთილი მეათე კლასში. დავემშვიდობე მოსწავლეებს და წარმატებები ვუსურვე მათ. ვისაუბრეთ საზაფხულო არდადეგების შესახებ. მენტორთან ერთად განვიხილე სკოლის ისტორია. ჩემთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემი მენტორის ისტორია , რომელსაც წლები ჰქონდა ამ სკოლაში გატარებული და როგორც ცოცხალმა მემატიანემ გამაცნო სკოლის წარმატებების , მისი უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ ქალაქის ისტორიაში. ინგლისურის მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მივიღე კომპლექსური დავალების ბარათების შექმნაში თემაზე”ბილინგი, კიბერბულინგი” . კათედრის სხდომაზე დასწრება, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილეს კომპლექსური ბარათები. ინგლისურის მასწავლებელმა ლელა იმნაიშვილმა წარმოადგინა მე-6 კლასის, აზა გაზდელიანმა მე-7 კლასის, ხოლო ჩემმა მენტორმა ნინო კანდელაკმა მე-11 კლასის კომპლექსური დავალების ბარათები. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. შეფასება: ... ქ. ხელმოწერა: შეფასება: ... ქ. ხელმოწერა: შეფასება: ... ქ. ხელმოწერა: პედაგოგიური პრაქტიკის მენტორი : ნინო კანდელაკი სსიპ ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი მ.შ.: ნონა ჩუბინიძე



მენტორის დახასიათება 
         სტუდენტი თამარ ფურცხვანიძე ჩაერთო პედაგოგიური პრაქტიკის გავლის პროცესში 15. 03.2021 და დაასრულა პრაქტიკა 11.06.2021. პრაქტიკის პერიოდში თამარი დიდ ინტერესს ავლენდა ჩემს მიერ ჩატარებულ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად. იგი სისტემატურად აწარმოებდა დაკვირებას ჩემს გაკვეთილებზე, კერძოდ, კვირაში 3- ჯერადი ვიზიტით იგი ესწრებოდა მე-9, მე-10, მე -11 კლასების გაკვეთილებს და ყურადღებით შეისწავლიდა კლასების თავისებურებას და მათ სოეციფიკას. 1- თვიანი დაკვირების შემდეგ თამარი ჩაერთო გაკვეთილების დაგეგმარების და შემდეგ უკვე თავად ჩაატარა რიგი გაკვეთილებისა ზემოდხსენებულ კლასებში.თამარი ენთუზიაზმით მონაწილეობდა გაკვეთილის გეგმის შედგენაში და შემომთავაზა საინტერესო და სახალისო აქტივობები. გაკვეთილის დაგეგმარებისას იგი ითვალისწინებდა მოსწავლეების წინარე ცოდნას, კლას-კომპლექტის დონეს და მათ ინტერესებს და სთავაზობდა კლასისათვის შესაფერის აქტივობებს. მისი გაკვეთილები გამოირჩევა ინოვაციური მიდგომით,იგი ინტერაქტიულ რეჟიმში ატარებდა თითოეულ გაკვეთილს. მან შეძლო მოკლე ვადაში კლასების გაცნობა და მეგობრულ, მშვიდ და საქმიან გარემოში ჩაატარა დასაკვირებელი გაკვეთილები. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე თამარი მკაცრად იცავდა ყველა რეგულაციას საგაკვეთილო პროცესის დროს. პრაქტიკის პერიოდში ერთი კლასის დისტანციური სწავლებაზე გადასვლისას თამარმა აგერთვე აწარმოა ჯერ დაკვირვება ჩემს მიერ ჩატარებულ ონლაინ გაკვეთილზე, ხოლო გარკვეული დროის შემდგომ ჩემი დაკვირვების ქვეშ თავად მიიღო მონაწილეობა დისტანციური სწავლების მეთოდურად დაგეგმვაში და ჩატარებაში. აღსანიშნავია თამარის მიერ გამომჟღავნებული საგნის მყარი აკადემიური ცოდნა და მისი დემონსტრირება და გამოყენება გაკვეთილებზე ეფექტურად სწავლებისათვის. გარდა ამისა, თამარის კომუმიკაბელურობა დაეხმარა მას პედაგოგიურ კოლექტივთან მშვიდი და გაწონასწორებული ურთიერთობა დაემყარებინა.როგორც თამარ ფურცხვანიძის პედაგოგიური პრაქტიკის მენტორი, მე მას რეკომენდაციას ვუწევ რათა იგი დაშვებული იქნას პრაქტიკის საბოლოო შეფასებაზე, როგორიცაა ანგარიშის წარდგენა და საჯარო დაცვა. პრაქტიკის მენტორი : ნინო კანდელაკი სსიპ ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი : ნონა ჩუბინიძე 15 ივნისი 2021 წ. დახასიათებას გავეცანი: სტუდენტ-პრაქტიკანტი: თამარ ფურცხვანიძე





პედაგოგიური პრაქტიკის გაკვეთილების გეგმები


გაკვეთილის გეგმა № 1

 საგანი: ინგლისური ენა, მე-9 კლასი მასწავლებელი: თ. ფურცხვანიძე გაკვეთილის მთავარი თემა მთვარის მისტიფიკაცია. The Great Moon Hoax სწავლების საფეხური მე-9 კლასი. ს IV მოსწავლეთა პროფილი 22 მოსწვლე გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა აქტუალურია და საინტერესო კომუნიკაციის სხვადასხვა სახეების გაცნობა. როგორი იყო წარსულში და როგორია ახლა.ფაქტობრივი ინფორმაციის გაცნობა. ტექსტის გაგება-გააზრება მიზანი და შედეგები გავაცნო უძველესი და თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები. ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით გადმოსცენ საკუთარი აზრი. ესგ -სთან კავშირი Iუცხ.საბ.4 ტექსტის გაგებამდე, გაგების პროცესში და გაგების შემდგომ შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება; Iუცხ.საბ.10 ზეპირი და წერითი კომუნიკაციისას წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება, მათ გადასალახვა წინასწარი ცოდნა საჭიროა გრამატიკული ფორმების Present Simple, Past Simple. ლექსიკური მარაგის ფლობა: e-mail, telephone, facebook, telegram, messenger შეფასების საგანი და პროცედურები 1. როგორ იყენებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს 2. ტექსტის ინტერპრეტირება სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, /Top score , student’s book. 3. გაკვეთილის მსვლელობა 1. საორგანიზაციო მომენტი-მისალმება, სიის ამოკითხვა. 1წთ 2. აქტივობა -მოთელვა. მასწავლებელი სვამს კითხვას კომუნიკაციის რა ხერხებს და საშუალებებს იყენებენ ისინი და მოსწავლეები პასუხობენ.უცხ. ს.18.უცხ. ს.19. 10 წთ 3. აქტივობა-სიტყვების ძებნა. მოსწავლეები მოძებნიან სიტყვებს დამოუკიდებლად და დაწერენ დაფაზე. უცხ. IV. 9 10 წთ 4. აქტივობა-Reading. კითხვა. წაიკითხავენ ტექსტს ხმამაღლა და მოემზადებიან კითხვებზე პასუხის გასაცემად. უცხ. ს. IV.9 . 10 წთ 5. აქტივობა- კითხვებზე პასუხის გაცემა. 5წთ 6. დეფინიციების და სიტყვების შესაბამისობა. 5წთ 7. ლექსიკონზე მუშაობა-Сomplete the sentences with the Phrasal Verbs. 4წთ პრაქტიკის მენტორის შეფასება: გაკვეთილის 
გეგმა № 2
 საგანი: ინგლისური ენა, მე-9 კლასი მასწავლებელი: თ. ფურცხვანიძე მიზნები: ტექსტის საშუალებით მოსწავლეებმა აღმოაჩინონ ვნებითი გვარის კონსტრუქციები, შეძლონ ვნებითი გვარის კონსტრუქციის ჩამოყალიბება და მისი გამოყენება. გაკვეთილის ეტაპი დრო კლასის ორგანიზების ფორმა რესურსები დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, Top score 3, students book, რვეულები გამოწვევა-გონებრივი იერიში მასწავლებელი სვამს კითხვას თუ რა იციან მოსწავლეებმა ინტერნეტის შესახებ, როდის შეიქმნა, ვინ შექმნა. მოსწავლეები მონაწილეობენ ინტერაქციაში და პასუხობენ შეკითხვებს. 7 წთ მუშაობა მთელ კლასთან აქტივობა 1 კლასს ვყოფ ჯგუფებად , ვუნაწილებ ტექსტს აბზაცების მიხედვით და ვაძლევ დავალებას თითოეულმა ჯგუფმა მოძებნოს Is used -ის მსგავსი ფრაზები შესაბამისი აბზაციდან, მოსწავლეები ცდილობენ ამოიცნონ მათი მნიშვნელობები და გამოჰყავთ ვნებითი გვარის ფორმულა/ცხრილის სახით/ წერენ დაფაზე, ჩაინიშნავენ რვეულებში. 10 წთ ინდივიდუალური აქტივობა 2 კითხვა. მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, თარგმნიან და იაზრებენ მის შინაარს. 10წთ ინდივიდუალური აქტივობა 3 სავარჯოშოების გაკეთება. Present simple passive/ აწმყო განუსაზღვრელი დროის ვნებითი გვარი/ 8წთ მუშაობა მთელ კლასთან აქტივობა 4 Past simple passive/წარსული დროის ვნებითი გვარი/ 7 წთ მუშაობა მთელ კლასთან აქტივობა 5 მოსწავლეებმა თვითონ შეადგინონ საკუთარი წინადადებები ვნებითი გვარის გამოყენებით 3წთ ინდივიდუალური პრაქტიკის მენტორის შეფასება: გაკვეთილის 
გეგმა №3 
საგანი: ინგლისური ენა, მე-9 კლასი მასწავლებელი: თ. ფურცხვანიძე გაკვეთილის მთავარი თემა გლობალური კულტურა. A Global Culture. სწავლების საფეხური მე-9 კლასი მოსწავლეთა პროფილი 22 მოსწავლე გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა აქტუალურია და საინტერესო, თუ რა შედეგები მოიტანა გლობალიზაციამ. ფაქტობრივი ინფორმაციის გაცნობა, ტექსტის გაგება-გააზრება მიზანი და შედეგები გავაცნო მოსწავლეებს გლობალიზაციის შედეგები. ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით გადმოსცენ საკუთარი აზრი. კავშირი ესგ -სთან უცხ.საბ1. მოსმენამდე/წაკითხვამდე ტექსტის ტიპის განსაზღვრა მისი სტრუქტურული და სიტუაციური მახასიათებლების ამოცნობის გზით; უცხ. საბ 6. ზეპირი საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისი სამეტყველო მოქმედებების შესრულება სათანადო სტრატეგიების გამოყენებით; წინასწარი ცოდნა საჭიროა გრამატიკული დროების: Present Simple, Past Simple, Present Continuous და ლექსიკური მარაგის : globalization, local, advertise, world, fast food, multinational, ფლობა შეფასების საგანი და პროცედურები 1. როგორ იყენებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს 2. ტექსტის ინტერპრეტირება სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო Top Score Student’s Book 3, რვეულები, კალმისტრები გაკვეთილის მსვლელობა 1. საორგანიზაციო მომენტი-მისალმება- 1წთ 2. აქტივობა-გამოწვევა. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს: რომელია ყველაზე დიდი კომპანია რომელიც აწარმოებს გაზიან სასმელებს? სწრაფი კვების ყველაზე გავრცელებული კომპანია? ყველაზე წარმატებული სპორტული ტანსაცმლის კომპანია? 3 წთ 3. აქტივობა- სიტყვების ძებნა. მოსწავლეებიდამოუკიდებლად ეძებენ მათთვის უცნობ სიტყვებს და წერენ დაფაზე. 10 წთ 4. აქტივობა - მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და იაზრებენ ახალი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობას. 10 წთ 5. ტექსტის გამოყენებით მოსწავლეები დამოუკიდებლად ავსებენ ცხრილს გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. 7 წთ 6. დავალების ზეპირი ფორმით გადამოწმებისათვის მასწავლებელი რამოდენიმე მოსწავლეს აკითხებს საკუთარ ნამუშევრებს და ამოწმებს რამდენად სწორად შეასრულეს დავალება , საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ კორექტირება. 4წთ 7. მასწავლებელი მართავს დისკუსიას: იმსჯელეთ გლობალიზაციია გავლენაზე თქვენს ქვეყანაში იმპორტირებულ თუ ექპორტირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. 7 წთ 8. აქტივობა- ერთი რამ რაც დაგამახსოვრდათ. 2წთ 9. დავალების მიცემა: გლობალიზაციის გავლენა საქართველოზე. 1წთ პრაქტიკის მენტორის შეფასება : გაკვეთილის 
გეგმა № 4 
საგანი: ინგლისური ენა, მე-10 კლასი მასწავლებელი: თ. ფურცხვანიძე მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან უცნაური დასასვენებელი ადგილების შესახებ ინფორმაციას და ვნებითი გვარის კონსტრუქციების გამოყენებით შეძლებენ მათთვის სასურველი დასასვენებელი ადგილის აღწერას. გაკვეთილის ეტაპი დრო კლასის ორგანიზების ფორმა რესურსები დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო Activate A2, Student’s book, რვეულები, კალმისტრები გამოწვევა მოსწავლეები სურათებს შეუსაბამებენ სიტყვებს და უპასუხებენ კითხვას სურათებზე მოცემული ადგილებიდან სად ისურვებდნენ დასვენებას? 3წთ მუშაობა მთელ კლასთან აქტივობა 1 მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ წერილებს და პასუხობენ სავარჯიშოში მოცემულ კითხვებს. 5წთ ინდივიდუალური აქტივობა 2 მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ შემოთავაზებულ ტექსტებს დასასვენებელი ადგილების შესახებ და შეუსაბამე ბენ მათ წერილებში მოცემულ ინფორმაციას. 10წთ ინდივიდუალური აქტივობა 3 მოსწავლეები დამოუკიდებლად პოულობენ ახალ სიტყვებს , ხვდებიან მათ მნიშვნელობებს და წერენ მათდაფაზე 5წთ მუშაობა მთელ კლასთან აქტივობა 4 მოსწავლეები სვამენ სიტყვებს გამოტოვებულ ადგილას 3წთ ინდივიდუალური აქტივობა 5 მოსწავლეებმა უნდა შეუსაბამონ სიტყვები სურათებს 2წთ ინდივიდუალური აქტივობა 6 მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ სწორი ვარიანტი და შემოხაზონ 2წთ ინდივიდუალური აქტივობა 7 მასწავლებელი მართავს დისკუსიას : სად ისურვებდით დასვენებას და რატომ? 5წთ მუშაობა მთელ კლასთან აქტივობა 8 მოსწავლეები ტექსტის საშუალებით გაიხსენებენ ვნებით გვარს და გააკეთებენ სავარჯიშოებს ვნებითი გვარზე. 9წთ მუშაობა მთელ კლასთან დავალება მოსწავლეებმა უნდა დაწერონ თემა : ჩემი საყვარელი დასასვენებელი ადგილი 1წთ მუშაობა მთელ კლასთან პრაქტიკის მენტორის შეფასება:
 გაკვეთილის გეგმა № 5
 საგანი: ინგლისური ენა, მე-11 კლასი მასწავლებელი: თ. ფურცხვანიძე მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან ‘’Teen Big Brother Is Here’’, ახალი ლექსიკური ერთეულებისა და ირიბი თქმის გამოყენებით შეძლებენ ტექსტის მსგავსი პროექტის აღწერას. გაკვეთილის ეტაპი დრო კლასის ორგანიზების ფორმა რესურსები დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო Activate B1 Student’s Book, რვეულები, კალმისტრები გამოწვევა მოსწავლეები სურათებს შეუსაბამებენ სიტყვებს: friendly, happy, nervous, relaxed, sociable, worried, uncomfortable. მასწავლებელი სვამს კითხვას: რა კავშირია მოცემულ სიტყვებს, სურათებსა და ტექსტს ‘’Teen Big Brother’’ ს შორის. 5წთ მუშაობა მთელ კლასთან აქტივობა 1 მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ ტექსტს, იაზრებენ მას, და ამოიწერენ უცხო სიტყვებს რვეულებში, მასწავლებლის დახმარებით ხვდებიან მათ მნიშვნელობებს 15წთ ინდივიდუალური აქტივობა 2 მოსწავლეები ტექსტიდან გამომდინარე ამოირჩევენ სწორ პასუხებს 3წთ ინდივიდუალური აქტივობა 3 მოსწავლეები შეუსაბამებენ ფრაზებს და სიტყვებს ტექსტში მოცემულ სიტყვებს 3წთ ინდივიდუალური აქტივობა 4 მოსწავლეები აკეთებენ სავარჯიშოებს ზედსართავი სახელების გამოყენებით და აღწერენ თავის თავს 5წთ ინდივიდუალური აქტივობა 5 მოსწავლეები ტექსტში იპოვნიან ირიბი თქმის ნიმუშებს და მასწავლებლის დახმარებით თარგმნიან მათ 3წთ მუშაობა მთელ კლასთან აქტივობა 6 მოსწავლეები აკეთებენ სავარჯიშოებს ირიბი თქმის გამოყენებით 9წთ მუშაობა მთელ კლასთან დავალება მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ტექსტის მსგავსი ინფორმაცია და დაწერონ ახალი სიტყვებისა და ირიბი თქმის გამოყენებით 1წთ ინდივიდუალური პრაქტიკის მენტორის შეფასება : სკოლის დირექტორი : ნონა ჩუბინიძე პრაქტიკის მენტორი: ნინო კანდელაკი





პედაგოგიური პრაქტიკის დაცვისათვის წარსადგენი აღმზრდელობითი ღონისძიების გეგმა
 საგანმანათლებლო პროექტი: “Online Shopping Versus Traditional Shopping” 

პროექტის აქტუალობა: ‘shopping’ ის თემა საკმაოდ აქტუალურია თანამედროვე ახალგაზრდებისთვის. ვთვლის რომ , ‘shopping’ ის სიღრმისეული შესწავლით გავუღრმავებ ინტერეს ინგლისური ენისადმი, ხელს შევუწყობ მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. ჩემი მიზანია , მოსწავლეებმა შეძლონ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა ინგლისურ ენაზე, და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. პროექტის მიზანი: მოსწავლეებისთვის შესაბამისი თემის გაცნობა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სამიზნე ჯგუფი: მე-10 კლასი 

1.მიზანი: მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თემასთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგის გაცნობა. 

2.მიზანი: დისკუსია თემაზე ‘shopping’ –ის სახეებზე. ‘Online shopping versus traditional shopping’ 

3. მიზანი: ფილმების ‘ ეშმაკს აცვია პრადა’ , შოპოჰოლიკის აღსარება’ ყურება , შემდგომი განხილვა და სათანადო დასკვნების გამოტანა. 

4. ‘Online Shopping versus Traditional Shopping’ პროექტის წარდგენა-პრეზენტაცია.

 ინარე ცოდნა: მოსწავლეები ფლობენ თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ მარაგს,მათ ასევე იციან ვნებითი გვარის ზმნის ფორმები . მონიტორინგი და შეფასება: ჩემს მენტორთან ერთად პერიოდულად ვახდენ მოსწავლეთა მონიტორინგს. 

 პროექტის შესრულების განრიგი ეტაპი საქმიანობა განხორციელების ვადები პასუხისმგებელი პირები 1 მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თემასთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგის გაცნობა. 

 25.03-5.04. ნ. კანდელაკი, თ. ფურცხვანიძე 2 დისკუსია თემაზე ‘shopping’ –ის სახეებზე. ‘Online shopping versus traditional shopping’ 

 5.04- 15.05 ნ. კანდელაკი, თ. ფურცხვანიძე 3 ფილმების ‘ ეშმაკს აცვია პრადა’ , შოპოჰოლიკის აღსარება’ ყურება , შემდგომი განხილვა და სათანადო დასკვნების გამოტანა. 

 15.05- 20.05 ნ. კანდელაკი, თ. ფურცხვანიძე 4 ‘Online Shopping versus Traditional Shopping’ პროექტის წარდგენა-პრეზენტაცია. 20.05- 25.05 ნ. კანდელაკი, თ. ფურცხვანიძე რეფლექსია პროექტის დაწყებისთანავე გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი აღნიშნული თემისადმი. მათ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ შესაბამის თემასთან დაკავშირებით. ჰქონდათ თემასთან დაკავშირებული გარკვეული ლექსიკური მარაგი , რამაც გამოიწვია მათი აქტიური ჩართულობა. ფილმების ყურებით და ინტერნეტში მოპოვებული მასალებით შეძლეს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირება . გაიმართა დისკუსია შოპინგთან დაკავშირებით და საკუთარი პროექტების წარმოდგენა. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, გაიზარდა მათი ინტერესი ინგლისური ენისადმი, შეძლეს უცხოენოვანი ფილმების განხილვა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. შეფასების ქულა: 8 სკოლის დირექტორი: ნონა ჩუნინიძე პრაქტიკის მენტორი: ნინო კანდელაკი




მოსწავლის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური შესწავლა-დახასიათება

 მოსწავლე ნ. მ. არის 14 წლის , ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება ასაკს, ამხანაგების მიმართ მეგობრულია, კომუნიკაბელურია, უყვარს სხვების დახმარება, უფროსების მიმართ თავაზიანი. იცავს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს. აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ერთ-ერთი პირველია , ვინც პასუხობს მასწვლებლის შეკითხვებს. უყვარს თავის წარმოჩენა , მიუხედავად იმისა, რომ მისი პასუხები ხანდახან არასწორია. ხალისით და ინტერესით ერთვება საკლასო დისკუსიებში, ცდილობს საკუთარი აზრის დასაბუთებას და მსჯელობისას მოჰყავს სათანადო არგუმენტები. ზოგ საგანში აკადემიური მოსწრება საშუალოა, ზოგში კი აღინიშნება სირთულეები. კონკრეტულად ინგლისურ ენაში იგი ყოველთვის მზადაა ახალ მასალაზე გადასასვლელად. სათანადოდ აღიქვამს წაკითხული მარტივი ტექსტის შინაარს, შეუძლია ინფორმაციის მოსმენა და გადმოცემა. იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. ლექსიკური მარაგის სიმწირის გამო მას სჭირდება მასწავლებლის დახმარება საშუალო და რთული ტექსტების შინაარსის გასაგებად და გადმოსაცემად. სჭირდება მეტი მუშაობა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად, რისთვისაც ასევე საჭიროა დავალებების სისტემატურად და სრულყოპილად შესრულება. შეუძლია დაფიდან ან წიგნიდან სიტყვების და წინადადებების უშეცდომოდ გადაწერა, მაგრამ კარნახისას ზოგჯერ უშვებს შეცდომებს. ასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ წერით დავალებებს , თუმცა ხანდახან უშვებს შეცდომებს. ჩემი დაკვირვებით , მას აქვს ფსიქოლოგიური ტიპის-სანგვინიკისთვის დამახასიათებელი ნიშნების უმეტესობა. შეფასების ქულა: 5
 დირექტორი: ნონა ჩუბინიძე 
მენტორი: ნინო კანდელაკი

1 comment:

  1. მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტი იყო თამარ ფურცხვანიძე, იგი დიდი ინტერესით და მაღალი მოტივაციით გამოირჩეოდა

    ReplyDelete